ახალი ქართველი ირინა შეიკი – “მის საქართველო 2016” – ის, ვიქტორია კოჩეროვას შანსები მის მსოფლიოზე

ახალი ქართველი ირინა შეიკი – “მის საქართველო 2016” – ის, ვიქტორია კოჩეროვას შანსები მის მსოფლიოზე

რა არის სილამაზე და რატომ ბჭობენ მასზე ამდენს. ალბათ, ცალსახა პასუხის მოძებნა გაგვიჭირდება, რადგან ეს ცნება ძალიან ცვალებადია. რასაკვირველია, სილამაზის კონკურსი მამაკაცებმა გამოიგონეს. სავარაუდოდ, პირველ კონკურსში მონაწილეობდნენ ჰერა, ათენა და აფროდიტე, ჟიური კი მხოლოდ ერთი მამაკაცი, პარისი იყო. მოდით აღნიშნული კონკურსის საწყისებს ნუღარ გავიხსენებთ და ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ წელს “მის საქართველო” მართლაც სილამაზით გამორჩეული გოგონაა. “მის მსოფლიო 2016” – ზე, საქართველოს 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ვიქტორიამ 2015 წლის “მისსაქართველო“ -ს კონკურსში მონაწილეობა მიიღო და ვიცე-მისის ტიტული დაიმსახურა.

November 25, 2016 / 6:53 pm

TOP გადაცემები

ვინ არის თემო საჯაიას “სიფრიფანა გოგო“?

თემო საჯაია ქართველმა მაყურებელმა წლების წინ, მუსიკალური პროექტიდან “ნუცას სკოლა“ გაიცნო. შემდეგ იყო "ვარსკვლავების აკადემია“ სადაც ერთ-ერთი ფინალისტი იყო. 2005 წელს წარსდგა საერთაშორისო კონკურსზე - Golden Stag, რუმინეთში ქ.ბრაშოვში, სადაც კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, ჯო კოკერი გახლდათ. თემომ კი კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა. მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილების შედეგად, მისი სიმღერა „სიფრიფანა გოგო“ რადიო ჰოლდინგი ფორტუნას მუსკალურ დაჯილოდებაზე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.

როკის ლეგენდები საქართველოში – “Aerosmith-ის” მადლობა ქართველ მსმენელს

ქარიზმატული, ენერგიული და გამორჩეული ვოკალი, ეს სტივენ ტაილერია, თავის ლეგენდარულ ჯგუფ „აეროსმიტთან“ ერთად, რომელმაც საქართველო, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და დატვირთული ემოცებით ტურნე გააგრძელა. crazy, cryin, come together, miss a thing და კიდევ რომელი ერთი ცნობილი ჰიტი ჩამოვთვალოთ, რომელთა მოსმენის პატივი ცოცხლად ქართველ მსმენელსაც შეეძლო. წლევანდელი სეზონის გახსნა Black sea arena-ზე ამერიკულ როკ-ჯგუფ “აეროსმიტს” ხვდა წილად. კონცერტის დაწყებამდე ჯგუფის წევრები სასტუმრო "შერატონში“ დაბინავდნენ, სადაც მათ გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვნდენ. „აეროსმიტი“ ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარსდგა.

სალიო ბიონსეს, ტეილორ სვიფტისა და “Guns’n’Roses“ მენეჯერების წინაშე წარსდგება

რამდენიმე წელია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური ჟურნალი "ნარგისი" გამოჩნდა. გამოცემას საფუძველი 2012 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა. მისი დამფუძნებელი კი აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას დისშვილი, ულვია რახმანოვაა. “ნარგისი” სცდება მხოლოდ “ქალთა ჟურნალის” ფორმატს და ითავსებს კულტურას, როგორც ისტორიას, ხელოვნებასა და რა თქმა უნდა, მოდას. ქართველი მკითხველი ჟურნალის მეშვეობით, არაერთ ადგილობრივ და საერთოშირისო მოვლენას ეცნობა. ჟურნალის მესვეურები მუდმივად ცდილობენ, ერთგულ მკითხველს საინტერესო რესპონდენტები შესთავაზონ. ამჯერად კი გამოცემის ფურცლებზე მომღერალ სალიოს ვიხილავთ.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მის საქართველო, ნუკა ყარალაშვილი მის სამყაროს სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებს

მის საქართველო 2015, ნუკა ყარალაშვილი ამჯერად თავის ძალებს მის სამყაროზე მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე, აღნინულ კონკურსზე მონაწილეობა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიიღო, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, ლამაზმანი გვირგვინის გარეშე დაგვიბრუნდა. მის სამყაროს ასევე სკანდალიც ახლდა გამარჯვებულთან დაკავშირებით, როდესაც წამყვანს მის სამყაროს ვინაობა შეეშალა. ამ ფაქტს ზოგი დონალდ ტრამპს, ზოგიც უბრალო გაურკვევლობას აბრალებდა. მოკლედ ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და ნუკა ყარალაშვილს, მის სამყაროზე წარმატებები ვუსურვოთ.

ექსკლუზიური ინტერვიუ ნუკა ყარალაშვილთან – “მის მსოფლიოს” კულუარული ამბები

მივიდა, ნახა და შეიძლება ვერ გაიმარჯვა მაგრამ 117 გოგონადან საუკეთესო 30-ეულში მოხვდა. ნუკა ყარალაშვილმა მის საქართველოს გვირგვინი რამდენიმე კვირის წინ დაიდგა და მომდევნო რამდენიმე კვირა ჩინეთში, ქალაქ სანიაში, მის მსოფლიოზე გაატარა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი, ელენე გამყრელიძე და ნუკა ყარალაშვილი – შესანიშნავი სამეული სილამაზის კონკურსებზე

რამდენიმე კვირის წინ საქართველოდან მსოფლიოს დასაპყრობად შესანიშნავი სამეული გავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის ინდუსტრიაში გადატრიალება ვერ მოვახდინეთ, სამ წამყვან სილამაზის კონკურსზე ჩვენმა მონაწილეებმა ქვეყანა ღირსეულად წარადგინეს. წელს ფაქტიურად ერთდროულად სამი ცნობილი კონკურსი - მის მსოფლიო, მის სამყარო და მის ინტერკონტინენტალი ჩატარდა.

ჯანეტ ქერდიყოშვილის ლას ვეგასური ვოიაჟი

ყოფილი მის საქართველო - ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და საკუთარი ცხოვრების საჯაროდ აფიშირებას არასდროს ერიდება. მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ლას ვეგასში საქართველოს სახელით მის სამყაროს კონკურსზე იმყოფება.

რა შანსები აქვს ნუკა ყარალაშვილს მის მსოფლიოს კონკურსზე?!

სიმაღლე - 179 სანტიმეტრი, ასაკი - 24 წელი. გამოცდილება სამოდელო ბიზნესში - 8 წელი. ეს ის ძირითადი მონაცემებია, რაც წლევანდელი მის საქართველოს შესახებ უნდა იცოდეთ. 1 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართულ ფინალურ შოუზე, საქართველოში ყველაზე ლამაზი გოგონას სტატუსი ნუკა ყარალაშვილს არგუნეს. მოდელი, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში 16 წლიდან მოღვაწეობს, წელს სამშობლოს მის მსოფლიოს კონკურსზე წარადგენს, მომავალ წელს კი ჩვენი სახელით მის სამყაროზე გამოვა.

რეკლამა