ახალგაზრდა ქართველი მომღერლის ჩვევად ქცეული გრანპრი და უმაღლესი ჯილოდები – ვინ არის ნინი ნემსაძე?

ახალგაზრდა ქართველი მომღერლის ჩვევად ქცეული გრანპრი და უმაღლესი ჯილოდები – ვინ არის ნინი ნემსაძე?

საქართველო რომ სიმღერის ქვეყანაა, ამაზე ბევრი საუბარი და მტკიცება საჭირო აღარ არის. ხშირად უცხოელი სტუმრები ხუმრობენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა მღერის. დიახ ეს ასეა და საამაყოa ის ფაქტი, რომ საქართველოში ისეთი ნიჭიერი მომღელები მოიძებნებიან, როგორიც არის – ნინი ნემსაძე. ის მრავალი კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებულია. შეიძლება ითქვას, ჩვევადაც კი ექცა გრან-პრის და უმაღლესი ჯილდოს მოპოვება. მუსიკოსი სულ ახლახანს ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა, საიდანაც ხელცარიელი არც ამჯერად დაბრუნებულა.

November 25, 2016 / 5:26 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ვინ არის თემო საჯაიას “სიფრიფანა გოგო“?

თემო საჯაია ქართველმა მაყურებელმა წლების წინ, მუსიკალური პროექტიდან “ნუცას სკოლა“ გაიცნო. შემდეგ იყო "ვარსკვლავების აკადემია“ სადაც ერთ-ერთი ფინალისტი იყო. 2005 წელს წარსდგა საერთაშორისო კონკურსზე - Golden Stag, რუმინეთში ქ.ბრაშოვში, სადაც კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, ჯო კოკერი გახლდათ. თემომ კი კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა. მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილების შედეგად, მისი სიმღერა „სიფრიფანა გოგო“ რადიო ჰოლდინგი ფორტუნას მუსკალურ დაჯილოდებაზე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.

როკის ლეგენდები საქართველოში – “Aerosmith-ის” მადლობა ქართველ მსმენელს

ქარიზმატული, ენერგიული და გამორჩეული ვოკალი, ეს სტივენ ტაილერია, თავის ლეგენდარულ ჯგუფ „აეროსმიტთან“ ერთად, რომელმაც საქართველო, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და დატვირთული ემოცებით ტურნე გააგრძელა. crazy, cryin, come together, miss a thing და კიდევ რომელი ერთი ცნობილი ჰიტი ჩამოვთვალოთ, რომელთა მოსმენის პატივი ცოცხლად ქართველ მსმენელსაც შეეძლო. წლევანდელი სეზონის გახსნა Black sea arena-ზე ამერიკულ როკ-ჯგუფ “აეროსმიტს” ხვდა წილად. კონცერტის დაწყებამდე ჯგუფის წევრები სასტუმრო "შერატონში“ დაბინავდნენ, სადაც მათ გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვნდენ. „აეროსმიტი“ ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარსდგა.

სალიო ბიონსეს, ტეილორ სვიფტისა და “Guns’n’Roses“ მენეჯერების წინაშე წარსდგება

რამდენიმე წელია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური ჟურნალი "ნარგისი" გამოჩნდა. გამოცემას საფუძველი 2012 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა. მისი დამფუძნებელი კი აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას დისშვილი, ულვია რახმანოვაა. “ნარგისი” სცდება მხოლოდ “ქალთა ჟურნალის” ფორმატს და ითავსებს კულტურას, როგორც ისტორიას, ხელოვნებასა და რა თქმა უნდა, მოდას. ქართველი მკითხველი ჟურნალის მეშვეობით, არაერთ ადგილობრივ და საერთოშირისო მოვლენას ეცნობა. ჟურნალის მესვეურები მუდმივად ცდილობენ, ერთგულ მკითხველს საინტერესო რესპონდენტები შესთავაზონ. ამჯერად კი გამოცემის ფურცლებზე მომღერალ სალიოს ვიხილავთ.

Facebook

რეკლამა

რეკლამა