ახალბედა ბიზნესმენი გური სალუქვაძე – ქართული ბრენდი “ჩირჩხელა“ ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი

0
9353

ნათქვამია მთავარია იცოდე, რა გინდა და მიზანს აუცილებლად მიაღწევო. ჩვენ ეს ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ სტუდენტმა, გური სალუქვაძემ ეს ყველაფერი სისრულეშიც მოიყვანა. მისთვის საქართველო, კერძოდ კი კახეთი, გახდა ინსპირაციის წყარო, შეექმნა ნაციონალური ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ მისი წარმატების საწყისი იქნებოდა, არამედ საქართველოს პოპულარიზაციასაც შეუწყობდა ხელს. “ჩირჩხელა” ესა არის ქართული, ნაციონალური, ჯანსაღი ნუგბარი, იქნება ეს ჩურჩხელა, ჩირი, ჩაი თუ ჯემი. “ჩირჩხელაში” მისულ სტუმარს კი ერთ სივრცეში, შეუძლია ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო ტკბილეულის არჩევა. საოჯახო ბიზნესი სულ რაღაც ორი თვეა რაც არსებობს, მაგრამ მისი სახელი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთაც უკვე კარგად ცნობილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here