395 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

395 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

ამ დროისთვის სწავლა საქართველოს მასშტაბით სულ 395 სკოლაშია შეწყვეტილი. აქედან 200 დიდთოვლობის გამო, 195 კი – ვირუსის გამო. თბილისში სასწავლო პროცესი 26 სკოლაშია შეჩერებული.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 3 დღით სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

January 27, 2016 / 8:28 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Top kids – ჩვენი გადაცემა სკოლა „მილენიუმს“ ესტუმრა

ჩვენი მეშვეობით შეიტყობთ, თუ როგორი სასწავლო პროგრამა აქვთ მილენიუმის მოსწავლეებს. ნახავთ ქართულის, მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს განსხვავებული ფორმით. გაიცნობთ ნიჭიერ თანაწამყვანებს.

ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

რა პრობლემას უქმნის მძიმე ჩანთა მოზარდებს?

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.

რეკლამა