347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ.

გარდა ამისა, დევნილები ახალ წლამდე მიიღებენ ბინებს ოლიმპიურ სოფელში, რომლის 9 კორპუსი სახელმწიფომ პრემიერის ინიციატივით გამოისყიდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, დევნილებს ახალ წლამდე ოლიმპიურ სოფელში 330 ბინა გადაეცემათ, ხოლო კიდევ 300 ბინას ისინი ეტაპობრივად, თებერვალსა და ივნისში მიიღებენ. მთლიანობაში, წელს და მომავალ წელს, დევნილებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, 1 100-მდე ბინა გადაეცემათ.

December 18, 2015 / 8:54 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Realtors.ge კომპანია უძრავი ქონების შეძენის გასამარტივებლად

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესების გასამარტივებლად, საქართველოს ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდა საბროკერო კომპანია Realtors.ge, რომელიც უკვე ოფიციალურად გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის ქ. 38-ში.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

შვედეთში დევნილთა შორის დაპირისპირებას 1 ადამიანი ემსხვერპლა

შვედეთში, დევნილთა განსახლების ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლის მამაკაცია.

პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს.

134 დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცა

დევნილთა სამინისტრომ ტურბაზის ჩასახლებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა. სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს საოჯახო ნივთების კომპლექტები გადაეცათ.

რეკლამა