3000 პაციენტიდან 2700-მა C ჰეპატიტი დაამარცხა

3000 პაციენტიდან 2700-მა C ჰეპატიტი დაამარცხა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი.

დავით სერგეენკოს განცხადებით,  ახალი მედიკამენტის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება წელიწადში 20 000 პაციენტმა მკურნალობის კურსი გაიაროს. მისივე თქმით, ცე ჰეპატიტის პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში ამის საჭიროება იქნება .

February 19, 2016 / 9:56 pm

TOP გადაცემები

სკანდალური და ეპატაჟური თამო ვაშალომიძე 28 წლის არის

სკანდალური და ეპატაჟური თამო ვაშალომიძე 28 წლის არის

ატელიე “აუთლეთის” ჯგუფმა გიორგიოს რანჩოში საცურაო კოსტუმების ფოტოსესია მოაწყო

ატელიე "აუთლეთის" ჯგუფმა გიორგიოს რანჩოში საცურაო კოსტუმების ფოტოსესია მოაწყო

“Hello! Magazine ჯორჯიამ” მორიგი გლამურული ღონისძიება იახტ კლუბში გამართა

"Hello! Magazine ჯორჯიამ" მორიგი გლამურული ღონისძიება იახტ კლუბში გამართა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა პრობლემას უქმნის მძიმე ჩანთა მოზარდებს?

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

ახალი რეგულაციები სილამაზის სალონებისთვის

1 ოქტომბრიდან სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ინფექციებისა და დაავადებების პრევენცია და ჰიგიენური ნორმების გაკონტროლების მიზნით, სილამაზის სალონებში მონიტორინგი დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სილამაზის სალონი, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. მთავრობა ცვლილებებით ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების შეჩერებას გეგმავს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით. პაციენტს შესაძლებობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.

“ჰარვონი” უკვე საქართველოშია

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია .ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ძვირადღირებული მედიკამენტი კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

ჯანდაცვის სამინისტროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის – „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

რეკლამა