20 მილიონი ლარი 60 სოფლის გაზიფიცირებისთვის

20 მილიონი ლარი 60 სოფლის გაზიფიცირებისთვის

პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დაგეგმილია სამი ახალი პროექტის განხორციელება.ასევე, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. ამ თანხით 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა. მან ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.  როგორც სხდომაზე ითქვა, მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ – შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.

February 25, 2016 / 11:17 pm

TOP გადაცემები

მედიაჰოლდინგმა ფორტუნამ ახალი ვებპლატფორმა მიწვეულ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა

მედიაჰოლდინგმა ფორტუნამ ახალი ვებპლატფორმა მიწვეულ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა

პროექტ „ეამაყები თბილისის“ ფარგლებში რადიოჰოლდინგ ფორტუნას გენერალური დირექტორი დაჯილდოვდა

პროექტ „ეამაყები თბილისის“ ფარგლებში რადიოჰოლდინგ ფორტუნას გენერალური დირექტორი დაჯილდოვდა

კონიკა მინოლტამ საქართველოში პირველი ოფისი გახსნა

კონიკა მინოლტამ საქართველოში პირველი ოფისი გახსნა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პროგრამაში ”აწარმოე საქართველოში“ ცვლილელები შედის

სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

რეკლამა