14 მოთხილამურე პატრული გუდაურში იმორიგევებს

14 მოთხილამურე პატრული გუდაურში იმორიგევებს

მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გუდაურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პროექტის მიზნები დამსვენებლებსა და სპორტსმენებს გააცნეს.

საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე  მხოლოდ გუდაურში იმუშავებს. მომავალი წლიდან კი საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “მოთხილამურე პატრული“ გააკონტრილებს სათხილამურო გზას. ასევე, მოთხილამურეთა მიერ სათხილამურო წესების დაცვას, სათხილამურო სრიალისთვის სპეციალურად მოწყობილი მიმთითებელი მონიშვნებისა და ნიშნების დამორჩილებას.

გარდა ამისა, პატრული გააკონტროლებს ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისთვის დამახასიათებელ ქცევასა და ნიშნებს

შსს-ს ცნობით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი უკვე მიავლინეს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება.

January 22, 2016 / 10:05 pm

TOP გადაცემები

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

Fashion Time – Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

ფორტუნამ ნაძვის ხეების კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა

ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხის მფლობელი თამთა ჯაფარიძე გახდა, რომლის ნაძვის ხემაც ჯამში 3400 მოწონება დაიმსახურა, ის კი ჰოლდინგისგან ორკაციანი საგზურით ლოპოტაზე დასაჩუქრდა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დეველოპერული კომპანია „რედკო“ გუდაურში 26 შენობას აშენებს

კომპანია გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ, რეკრეაციულ ცენტრსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობენ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან.

გუდაურში ლევან ცხვარაძის სახელობის ესპოს თასის ტურნირი ჩატარდა

ტურნირში მონაწილეობა მიიღო ორმოცამდე დამწყებმა და მოყვარულმა მოთხილამურემ, რომელთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.

შსს-ს წამოწყებას რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნა” პატარებთან ერთად უერთდება

ამკრძალავი ნიშნებისგან შექმნილი გული იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზემოთხსენებული აკრძალვები ისევ ჩვენდა სასიკეთოდ დაწესდა და ეს ნიშნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუგულებელყოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს და ამჯერად აღნიშნულ წამოწყებას რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა" შეუერთდა.

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, 36 წლის ბრალდებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი დაპატიმრება თბილისში მოხდა.

პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ორი პირი პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რეკლამა