1-ელ აგვისტოს “ბლექ სი არენაზე” “ერისიონის” კონცერტი გაიმართება.

0
1951

ხალხური სიმღერა და ცეკვა, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტუმები და რაც მთავარია ქართული ხასიათი. ამ ყველაფრის წარმოჩენას უკვე წლებია, არა მარტო საკუთარ ქვეყანაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო აკადემიური ანსამლი „ერისიონი“ წარმოადგენს.მათ მიერ წარმოდგენილი შოუ-პროგრამები, რომლებიც დაყრდნობილია ქართულ ხალხურ სიმღერესა დაცეკვაზე, არა მარტო უძლებენ დროის მოთხოვნებს, არამედ უსწრებენ კიდეც მას თვითმყოფადობითა და შეუდარებელი პოლოფონიური აზროვნების წყალობით. ამჯერად “ ერისიონი“ black sea arena- ზე ბრუნდება. კონცერტი პირველ აგვსტოს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here