„პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემა ახლახან ჩაწერეს. რასაკვირველია, გადაცემის წამყვანები თუ თავად საახალწლო გამოშვების მონაწილეები შეეცადნენ, მაქსიმალურად გაპრანჭულები ყოფილიყვნენ.
ნინო ნადირაძემ არჩევანი წითელ ფერზე გააკეთა, ნინი ბადურაშვილმა – ლურჯზე, ნინო ჩხეიძემ – ყვითელზე… ქრისტინე იმედაძემ ბრჭყვიალა ტოპს შავი შარვალი შეუახამა, თაკო გაჩეჩილაძემ ღია მბზინავი კომბინეზონი მოირგო, გიორგი გასვიანმა კლასიკური კოსტიუმი, ანრი ჯოხაძემ კი შავ ფერთან მწვანე შეახამა…
December 13, 2021 / 2:33 pm
„რუსთავი 2“-ზე ახალი შოუ იწყება, რომელიც ეთერში ყოველ სამშაბათს საღამოს გავა. მას ექვსი წამყვანი ეყოლება, მათ შორის არიან ნინო ჩხეიძე, ზურა ხაჩიძე, ნიკოლოზ ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ბაჩო კოლელიშვილი და ავთანდილი. ახლახან ტელეარხმა გადაცემის პრომო წარმოგვიდგინა, სადაც ექვსეული საიდუმლო აგენტების როლშია და წარმატებული მისიის შემდეგ ერთ-ერთი შენობის სახურავზე იკრიბებიან. განსაკუთრებით ეფექტურია ეკრანზე ზურა ხაჩიძის გამოჩენა, რომელიც […]
ყოველ სამშაბათს, „რუსთავი 2“-ზე ახალი თოქშოუ გავა, რომელიც საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე ადამიანებს უმასპინძლებს და მათ აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობას მისცემს. „ღამის პრაიმ ტაიმის“ პროდიუსერი მაია სტეფნაძე იქნება. შოუ თაკო ფხაკაძის იდეით შეიქმნა. მისი წამყვანები იქნებიან ზურა ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნინო ჩხეიძე და ნიკოლოზ ხაჩიძე, რომელმაც ახლახან „რუსთავი 2“-ზე ინტერვიუების სერია დაიწყო […]
ნინი ბადურაშვილი ახალ წელს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მომღერალი მუდამ შესანიშნავ სამოსს არჩევს თავისი სატელევიზიო გამოსვლებისთვის, თუმცა ამჯერად მოლოდინს გადააჭარბა – ღრმად დეკოლტირებული გრძელი ლიმონისფერი კაბა ნინის გარეგნულ მონაცემებს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. მომღერალმა კაბისთვის მადლობა მოდის სახლ „დალოოდს“ გადაუხადა, რომელსაც დიზაინერი მაკა კვიციანი ხელმძღვანელობს.
29 დეკემბრის საახალწლო გადაცემის ანონსი „პრაიმშოუმ“ ახლახან გამოაქვეყნა. გადაცემაში ვიხილავთ ქართველ მომღერლებს, რომლებმაც ერთმანეთს სიმღერები გაუცვალეს და ერთმანეთის ჰიტები შეასრულეს. კომპოზიციებს ასრულებენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარა გაჩეჩილაძე, მანანა თოდაძე, ქრისტინე იმედაძე, „ფორტე“, „ქუჩის ბიჭები“, თემურ თათარაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე. გადაცემის სპეციალური სტუმარია უკრაინელი შემსრულებელი, თინა კეროლი. (ვიდეო)
ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. (ვიდეო)