დღს, 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ ჩვენება. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, გაესაუბროს რეჟისორს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში.
რაც შეეხება ფილმის შინაარსს, ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.
„კომეტები“ საქართველოს კინეამტოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა, რომელიც წელს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა.
December 2, 2019 / 3:18 pm
რეჟისორ გიორგი რევიშვილის შვილი, ლიკუნა, სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მანდარინების“ ავტორს რუსეთიდან ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს, თუკი ის მათთან ითანამშრომლებდა… ამბავს ლიკუნას „ფეისბუქ“-გვერდიდან გიზიარებთ: „ეს ამბავი გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით. – ახლა იცი რა მოხდა გოგო? რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! ( ხუმრობით ვუპასუხე) – […]
აჩიკო მეფარიძემ წყნეთის სახლი, რომელიც მამამისმა ააგო თავის დროზე, სრულიად გადააკეთა და როგორც „პროფილს“ უთხრა, მისი შთაგონების წყარო ივ სენ ლორანის სახლი გახდა. მას ძველ ავეჯთან, „რენესანსთან“, რომელიც მოსკოვში შეიძინა ახალგაზრდობისას, თანამედროვე ავეჯი მოუხდინა. ყველა ნივთს, როგორც თავად ამბობს, მისი შიდა სამყარო უკავშირდება. ნაძვის ხე, რომელიც იტალიაში 20 წლის წინ შეიძინა, თეა ლომიძის მიერ მისთვის […]
შაბათ-კვირას „მთავარი არხი“ ახალი შუადღის გადაცემას გვთავაზობს, რომელიც ახალი სახეებითა და ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ თემებით იქნება დახუნძლული. 14 დეკემბრიდან, შაბათობით, ლიტერატურული გადაცემის წამყვანები ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი იქნებიან და „ლიტერატურულ სამკუთხედს“ შექმნიან. ყველა მათგანს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რა ელოდება მაყურებელს შუადღის ახალ გადაცემაში. ტორესა მოსი: ახალი გადაცემა შეინარჩუნებს იმ ნიშას, რაც […]