„ეს იყო შეცდომით ქორწინება, ბექა ნასვამი იყო…“ – ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინების კიდევ ერთი სკანდალი

„ეს იყო შეცდომით ქორწინება, ბექა ნასვამი იყო…“ – ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინების კიდევ ერთი სკანდალი

„ალილოს“ სოლისტის ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინება „ფეისბუქზე“ დასრულდა. თეონამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბექას დაუწერა, რომ მისგან მიდიოდა, რადგან ბექა მისი ღირსი არ იყო. ამ სტატუსს მომღერლის მეგობარი, თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა, რის შემდეგაც თეონა ჯაფარიძის მეგობრებმა მას ბექას საყვარლობა დააბრალეს.

თაკო დოლაბერიძემ „სარკესთან“ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ბექამ და თეონამ.

„როგორც მე ვიცი, ბექა შუქნიშანთან იყო გაჩერებული. ეს გოგო ამოუდგა მანქანით, ბექას სიმღერა ჰქონდა ჩართული და ასე გაიცნეს ერთმანეთი…“

თაკო ასევე აღნიშნავს, რომ „ეს იყო შეცდომით ქორწინება. ბექა ნასვამი იყო, ამ გოგომაც დრო იხელთა და გაჰყვა. რა პრობლემაა, ნასვამ ადამიანს ცოლად რომ გაჰყვები?! ბექას არც ერთ შემთხვევაში ვამართლებ. ამ ამბების გამო მან დატოვა თბილისი და საბერძნეთში, ათენში წავიდა. არეული იყო, არ იცოდა, რა ექნა, თეონას წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობდა.

ამ გოგოს მიმართ მეც მქონდა სიბრარულის გრძნობა. როგორც ქალი ქალს, ძალიან ვუთანაგრძნობდი, რადგან ეს არ არის ის საქვიელი, რომელიც კაცს შეეფერება, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი მეგობარია თუ არა“.

თაკო აღნიშნავს, რომ ბექა „ისეთი მთვრალი იყო, რომ აღარ ახსოვდა. თეონას მოყვანიდან ერთი კვირის შემდეგ ყოველ საღამოს ღამის სამ საათამდე ჩემთან იყო, სახლში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა. ძალიან ნერვიულობდა, რომ არ ახსოვდა…“

„სარკის“ რესპონდენტის თქმით, თეონა ჯაფარიძეს სურდა, საბერძნეთში ბექასთვის ჩაეკითხა და თავზე დასდგომოდა – „არ ვიცი, ასე სად შეუყვარდა ბექა“, ამბობს თაკო დოლაბერიძე.

სიახლეები/

|

June 29, 2017 / 4:32 pm

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე-კუზანოვა საცურაო კოსტიუმში საკუთარ ფორმებს აჩენს – „გუგას აწყობილი…“

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა თავს მუდამ უვლის და სულ ფორმაშია. ცნობილია მისი სიყვარული ძვირად ღირებული ბრენდების მიმართ და ზოგადად, შოპინგისადმი, რასაც მისი მეუღლე, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, გუგა კოზანოვი არ მიესალმება, თუმცა ნინოს გარდერობს ხშირად ემატება ახალი სამოსი და აქსესუარები. ნინო ნადირაძემ ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ქართველი დიზაინერის, თორნიკე მანჯავავიძის  „ნასიმოტოს“  ბრენდით მიერ შექმნილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს […]

ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა. მას შვილი დღეს შეეძინა. გახარებულმა დედიკომ კლინიკიდან გვაუწყა: „დღეს ჩემი ტკბილი თაია ბარამიძე გავიცანი“. მსახიობის მეუღლე რეჟისორია, ლევან ბარამიძე. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და პირველი გოგონა, ნენე შეეძინა, რომელიც სამი წლის გახლავთ. დედა-შვილი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებს ხოლმე და სოციალურ ქსელში უამრავი საერთო […]

ლიზა ყენიას სექსუალური ფოტოსესია

ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს და ძირითადად, მხოლოდ ფოტოებს ათავსებს ხოლმე. მცირე ხნის წინ ის მოსკოვში იყო სამოგზაუროდ. ახლა კი თბილისში დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ახალ სიმღერაზე მუშაობს. პარალელურად ლიზამ ახალი სექსუალური ფოტოსესია გადაიღო. მან ფოტოგრაფ Shotie Blackmore Photography-თან იმუშავა. როგორც ხედავთ, ფოტოები ძალიან ლამაზი გამოვიდა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მესამე ცოლს გაშორებული ბექა ჩხაიძე სიყვარულზე ამღერდა – „მენატრები…“

„ალილოს“ სოლისტი, ბექა ჩხაიძე რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. როგორც მისი მეგობარი, თაკო დოლაბერიძე ამბობს, ის თავის მესამე ქორწინებას გაექცა. ახლა, როცა თავის მესამე მეუღლეს, თეონა ჯაფარიძეს დაშორდა და ეს თავად თეონამ დაწერა „ფეისბუქზე“, ბექას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია. მან ახლახან სოცქსელში სოლოსიმღერა განათავსა, სახელწოდებით „შენთვის ძგერს ეს გული“, „ჩემი ახალი!. გიძღვნით ყველა შეყვარებულს“, დაწერა ბექამ. […]

რატომ იეჭვიანა ბექა ჩხაიძის ყოფილმა ცოლმა თაკო დოლაბერიძეზე – „ოთხი თვეა, ერთად აღარ არიან…“

„ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძის მესამე ქორწინება თეონა ჯაფარიძესთან სკანდალურად დასრულდა. ბექას ექსმეუღლემ სოციალურ ქსელში დაუწერა მომღერალს, რომ ის მისი ღირსი არ არის და მისგან მიდის. ამ სტატუსმა ბექას მეგობრები აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ივენთმენეჯერი, თაკო დოლაბერიძე. მას შემდეგ, რაც თაკომ თავისი აღშფოთება გამოხატა, მას თეონას მეგობრები დაუპირისპირდნენ. როგორც თაკო ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას მუქარაც შეუთვალეს… […]

ბექა ჩხაიძის და თეონა ჯაფარიძის ნიშნობა (ვიდეო)

მომღერალი ბექა ჩხაიძე და თეონა ჯაფარიძე დაინიშნენ. თეონამ და ბექამ ერთმანეთი ზაფხულში გაიცნეს და გუშინ ტრადიციული ნიშნობაც ჰქონდათ. 28 წლის თეონა ჯაფარიძე შსს-ს თანამშრომელია. ბექამ თეონას ოჯახს გოგონას ხელი, რამდენიმე კვირის წინ სთხოვა. ნიშნობის ცერემონიალს ანსამბლ „ალილოს“ წევრები, წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ანსამბლს „ალილოს’ წევრებმა ტრადიციული ქართული სიმღერები იმღერეს.

ეკო ფანგანი: „მე და ბექა ჩხაიძემ ერთმანეთი დავხოცეთ და ისე დავშორდით…“

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, მათ შორის საკუთარ რომანზე ბექა ჩხაიძესთან, რომელიც, მისივე თქმით, კონფლიქტით დასრულდა. ეკო აღნიშნავს, რომ ახლა  მარტოა და თავს კარგად გრძნობს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოახერხეს ერთმანეთთან ცივილიზებულად დაშორება ისე, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ და როგორ შეხვდა ყოფილი საყვარელი მამაკაცის დაქორწინებას, მოდელი და ტელესახე პასუხობს: „კი, დავხოცეთ ერთმანეთი. ძალიან დიდი ხანია, […]

ბექა ჩხაიძეს დაქორწინებამდე რომანი ორ ქალთან ერთდროულად ჰქონდა

„ალილოს“ მომღერალი ბექა ჩხაიძე სკანდალური პირადი ცხოვრებით გამოირჩევა და შესაბამისად, ყვითელი პრესის გემრიელი საკბილოც გახლავთ. ამჯერად მისი ცხოვრებით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა და ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. საბაბი გახლდათ ის, რომ ბექა ახლახან მეორედ დაქორწინდა, მისი რჩეული თეონა ჯაფარიძეა. გაზეთი იხსენებს შემსრულებლის ბობოქარი პირადი ცხოვრების დეტალებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პირველი ქორწინების შემდეგ ბექას მორიგი სიყვარული ბიზნესმენ ვანო […]

რეკლამა