Eric Benet-მ და CeeLo Green-მა ბათუმის ერთ-ერთი კლუბი „თავზე დაიმხეს“ (ფოტო+ვიდეო)

0
2344

გუშინ ბათუმში ამერიკელი მომღერლები, ერიკ ბენე და სილო გრინი ჩამოფრინდნენ. მუსიკოსებს დასვენების დღე ჰქონდათ, დღეს კი უკვე საუნდჩექი ელოდებათ. ერიკ ბენესა და სილო გრინს ბერა ივანიშვილი მასპინძლობს. მან მუსიკოსები თავის საყვარელ გასართობ ადგილას, „სექტორ 26“-ში წაიყვანა, რომლის მენეჯერი ამჟამად, სალომე ბაკურაძის მეუღლე, ტელეპროდიუსერი ლაშა ბასლანძეა.

სწორედ ლაშას „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდა ლაივვიდეოები, საიდანაც გამოჩნდა, როგორ „დაიმხეს თავზე“ კლუბი ამერიკელმა მუსიკოსებმა. სილო გრინს, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა ქართული გართობის სტილი და აუზი, რომელიც კლუბშია განთავსებული და სიამოვნებით გადახტა აუზში.

გუშინ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ჯგუფი „ნიუტონი“ უკრავდა. სილო გრინმა მოგვიანებით სცენაზე გადაინაცვლა, სადაც თავისი ჰიტი მსმენელთან ერთად შეასრულა…

შეგახსენებთ, რომ ერიკ ბენესა და სილო გრინის ერთობლივი კონცერტი ხვალ, 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. თუკი სოული და რიტმ ენდ ბლუზი გიყვართ, ეს კონცერტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. ბენესა და გრინთან ერთად ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდია ჩამოსული. ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე tkt.ge. ვიდეოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here