ერეკლე დეისაძის კონცერტი „სფეისჰოლში“ 3 მარტს იმართება

ერეკლე დეისაძის კონცერტი „სფეისჰოლში“ 3 მარტს იმართება

მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი, ერეკლე დეისაძე, 3 მარტს, „სფეისჰოლში“ ახალი პროგრამით წარდგება, რომლის სახელწოდებაა „ჩაგრულო“. მისი მუსიკა პოპის, სინთპოპოს, ალტერნატიული და ელექტრომუსიკის სინთეზს წარმოადგენს. ახლახან ერეკლემ ახალი სიმღერა გამოუშვა და კლიპიც გადაიღო, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

დეისაძის ახალ პროგრამაში გაერთიანებულია მისი ძველი და ახალი კომპოზიციები, რომლებსაც ბენდთან ერთად შეასრულებს. ბენდის შემადგენლობაში არიან: აღცილ სულაქველიძე, სანდრო სულაქველიძე. კონცერტამდე დაუკრავენ: TeTe Noise & AINE MERME, კონცერტის დასრულების შემდეგ – Berika.

სიახლეები/

|

March 1, 2018 / 1:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ეკო დეისაძემ ახალი კლიპი გამოუშვა – „მე ვცეკვავ“

ერეკლე დეისაძემ ახალი კლიპი გადაიღო,  რომელიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეძღვნება, მისი სახელია – „მე ვცეკვავ“. მუსიკა – ერეკლე დეისაძე, დავით გოგოლაძე ტრეკის მუსიკალური პროდუსერი – დავით გოგოლაძე, ოპერატორი: ლექსო იაკობიშვილი, მონტაჟი –  Vinda Folio,  საბა შენგელია, აღმასრულებელი პროდიუსერი: გუკა რჩეულიშვილი, სოფო კუჭავა. „მომეცი უფლება, თავისუფლება, ქალის უფლება, ჭამის უფლება, სექსის უფლება“, „ისინი გვეძახიან ბარიგებს, მათი სახელია […]

ერეკლე დეისაძეს გია ყანჩელის შვილთან დავა ჰქონდა

ერეკლე დეისაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს სიმღერის შესახებ, რომელზეც ახლახან ვიდეო გადაიღო – იქ გია ყანჩელის ერთ-ერთი კომპოზიციაა გამოყენებული, რომელსაც ნატო მეტონიძე ასრულებს. „ხალხური“ ინტერნეტში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მუსიკოსს მის გამო საავტორო უფლებების ასოციაცია დაუპირისპირდა… ერეკლე დეისაძე აღნიშნავს, რომ ამ კომპოზიციის გამო დავა ჰქონდა გია ყანჩელის ვაჟთან, სანდროსთანაც – „საავტორო უფლებების ასოციაციიდან დამიკავშირდნენ და „იუთუბიდან“ […]

ერეკლე დეისაძე ახალ ალბომზე მუშაობს

ერკლე დეისაძემ ახალი ალბომის ჩასაწერად სტუდიას მიშურა. თავად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ერთ-ერთი ხმის ჩამწერ სტუდიაში აქვს გადაღებული და მუშაობის პროცესს ასახავს. ერეკლე წერს: „დაიძრა საქმე წინ… ალბომზე ვმუშაობთ… სხვათა შორის, გვინდა, რომ მომავალი ალბომის გარეკანისთვის ნამუშევრების მოძიებაში დაგვეხმაროთ… გვინდა, რომ ჩვენი ალბომი საინტერესო ქართულმა ნამუშევარმა დაამშვენოს… მადლობა“

სტეფანესა და ერეკლე დეისაძის ახალი კლიპის პრემიერა დღეს შედგება

სტეფანესა და ერეკლე დეისაძის ახალ კლიპს ძველ სიმღერაზე დღეს, თოქშოუ „პროფილში“ ვიხილავთ. გადაცემის გვერდმა ახლახან დადო ამონარიდი ვიდეორგოლიდან, რომელიც სტეფანეს „სფეისჰოლში“ მცირე ხნის წინ გამართული კონცერტის კადრებითაა გაჯერებული. სტეფანემ ბოლო დროს ერთი სიმღერა თავისი ძველი რეპერტუარიდან ახლებური ვერსიით წარმოგვიდგინა, რომელსაც „დაგელოდები“ ჰქვია და მასზე კლიპიც შემოგვთავაზა, ასევე მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერის ვარიანტიც წარმოგვიდგინა, „ჩემი აღარა […]

სტეფანეს და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია

ექსპერიმენტალურმა პროექტმა "მუზამე" ამჯერად აქცენტი პოპ-მუსიკაზე გააკეთა. მათი ღონისძიების ჰედლაინერი, სტეფანე მღებრიშვილი გახდა. "სფეისჰოლში" სტეფანესთან ერთად მაყურებლის წინაშე, მაია დარსმელიძე, ქეთათო და ერეკლე დეისაძე წარსდგებიან. ერეკლე დეისაძის და სტეფანეს კოლაბორაცია პირველად შედგა, ისინი "მარის" ახლებურ ვერსიას შეასრულებენ. კონცერტი საათნახევრიანი იქნება, სტეფანეს სოლო-კონცერტზე 22 აპრილს, ყველასთვის ცნობილი სიმღერები ახლებური ვერსიით აჟღერდება.

რეკლამა