ერეკლე დეისაძემ საბავშვო ევროვიზიისთვის სიმღერის ტექსტი დაწერა

0
38

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ევროვიზია 2015-ის ქართველი წარმომადგენლის – ჯგუფ “ვირუსის” მუსიკალური კლიპი სიმღერაზე “გაბედე” 9 ოქტომბერს გამოჩნდება ინტერნეტსივრცეში.

სიმღერის ტექსტის ავტორი, გაგიკვირდებათ და, ერეკლე დეისაძე გახლავთ. მუსიკა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ხოლო ვიდეოს რეჟისორი გიგა კუხიანიძე და რამაზ გუნავა არიან.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზია 2015 წელს ბულგარეთში, 21 ნოემბერს გაიმართება.