ექსკლუზიური კადრები „არ დაიდარდოს“ – თემურ თათარაშვილის კლიპის გადაღებები დასრულდა

ექსკლუზიური კადრები „არ დაიდარდოს“ – თემურ თათარაშვილის კლიპის გადაღებები დასრულდა

თემურ თათარაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალურ შემოქმედებას აქტიუად უბრუნდება. სასცენო მოღვაწეობის 35 წლისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდეგ ის სულ მალე ახალ კლიპს შემოგვთავაზებს,  სიმღერაზე „გული ადამიანობს“ . ვიდეორგოლის  გადაღებები უკვე დასრულდა.  სიმღერის ავტორი  ცირა ბზიშვილია, რეჟისორი კი  ზურა ციციშვილი.  როგორც თავად მომღერალმა „არ დაიდარდოსთან“ საუბარში აღნიშნა, კლიპი ბიოგრაფიული გამოვიდა. ვიდეორგოლში ნაჩვენებია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და აღწერილია მისი ცხოვრება ციხიდან გამოსვლის დღიდან  დღევანდელ დღემდე. კლიპი სწორედ ციხის კადრებით იწყება, ხოლო  მთავრდება მისი  ვარსკვლავის გახსნით.

კლიპის გადაღების იდეა სწორედ სიმღერის ავტორს და რეჟისორს ეკუთვნით,  თემურ თათარაშვილი კი ამბობს,  „ცოტა შეშინებულები იყვნენ დავთანხმდებოდი თუ არა, მაგრამ იმდენად  კარგი იდეაა, რომ დავთანხმდი კი არა არაჩვეულებრივი კლიპი გამოვიდა, ჯერ-ჯერობით ყველა  შოკირებულია“.

ვიდეორგოლში მთავარ როლს თავად მომღერალი ასრულებს, თუმცა, მსმენელი ასევე იხილავს  კადრებს კონცერტიდან, სადაც მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე,ლიკა დოლიძე, თეატრალური კვარტეტი, ფორტე, აჩიკო მეფარიძე და კიდევ სხვა მრავალი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მომღერალს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 16 მარტს ვარსკვლავი გაუხსნეს. კლიპის  პრემიერა კი გადაცემაში  „პრაიმ შოუ“ შედგება.

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

May 7, 2018 / 6:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თემურ თათარაშვილი: „ნინო სუხიშვილი მიყვარდა…“

„ფარულ კონვერტში“ ია ფარულავას მეორე სეზონის პირველი სეტუმარი მომღერალი თემურ თათარაშვილი იყო. თემურმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ნინო სუხიშვილზე იყო შეყვარებული და მას ყოველდღე ყვავილებს ისე უგზავნიდა, რომ ნინომ არ იცოდა, ვისგან იღებდა საჩუქარს… ნინო სუხიშვილზე ის მანამდე იყო შეყვარებული, სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდა. „ეს იყო ნინო სუხიშვილი, ნიანუ… მას ყოველდღე ყვავილებს ვუგზავნიდი. მან არ […]

თემურ თათარაშვილი: „ჩვენი მომღერლები ქავერებმა დაღუპეს…“

თემურ თათარაშვილის ახალი კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში უკვე შედგა. „გული ადამიანობს“ ასევე წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“. მომღერალი ბედნიერია იმით, რომ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად და კონცერტებითაც განებივრებულია. თემურ თათარაშვილი: 35 წლის განმავლობაში, რაც სცენაზე ვარ, არასდროს წარმიდგენია ჩემი სიმღერა რაიმე კონკურსზე, ის მისმა ავტორმა წარადგინა. იმ დღიდან, რაც ჩავწერე, ვამბობ, რომ კარგა ხანია, ასეთი სიმღერა არ […]

თემურ თათარაშვილის ვარსკვლავი 16 მარტს გაიხსნება

16 მარტს კულტურის პალატა თემურ თათარაშვილის ვარსკვლავს გახსნის. ასევე აღინიშნება მომღერლის სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავი. ღონისძიება  თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება. თემურ თათარაშვილთან ერთად სცენაზე მისი მეგობრებიც დადგებიან, შესრულდება ყველა ცნობილი სიმღერა. ბილეთები უკვე იყიდება საიტყზე biletebi.ge.

თემურ თათარაშვილის სიმღერას ალსუ იმღერებს

მომღერალ თემურ თათარაშვილის სიმღერას "შენამდე", ალსუ იმღერებს. ამის შესახებ, თათარაშვილმა "მიუზიკ ბოქსს" თავად განუცხადა. "ახლა ჩაწერა ალსუმ ეს სიმღერა ინგლისურად. ქვისი ჯონსმა გაუკეთა არანჟირება. სოსო პავლიაშვილმა შემახვედრა ალსუ და ვაჩუქე ეს სიმღერა" - განაცხადა თათარაშვილმა.

ლიზა ყენია თემურ თათარაშვილთან ერთად ანცობს

დღეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნამდე მის თაყვანისმცემლებს მომღერლის კონცერტზე დასწრება შეეძლებათ. დარბაზში შეკრებილი მაყურებელი მოისმენს მაია ჯაბუას შემოქმედებიდან საუკეთესო რეპერტუარს, რომელსაც ახლებურად ნიკოლოზ რაჭველი და ორკესტრი ააჟღერებენ.

რეკლამა