ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები ერთ საათში გაიყიდა – როდის გაიყიდება ბილეთების მეორე ნაწილი

0
1728

ელტონ ჯონის კონცერტი 16 სექტემბერს შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ღონისძიებას „სოლო“ და „ისტერნ პრომოუშენსი“ წარმოადგენენ. 25 ივნისს tkt.ge-ზე მხოლოდ  „სოლო“ მომხმარებლებისთვის გაიხსნა ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია დაბნეულობა, როცა „ფეისბუქზე“ წერდნენ, რომ ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ, რადგან თუკი „სოლოს“ მომხმარებელი არ ხართ, 25-ში ბილეთს ვერ შეიძენდით. არა „სოლოს“ მომხმარებლებისთვის ბილეთები გასაყიდად ამავე საიტზე 29 ივნისს დაიდება.

კონცერტის ბილეთებთან დაკავშირებით „სოლოს“ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ლაუნჯში ბილეთები აღარ გაიყიდება.

„SOLO მომხმარებლებისთვის გამოყოფილი ყველა კატეგორიის ბილეთი ამ ეტაპზე უკვე გაყიდულია, რის გამოც პრისეილის ეტაპი დასრულდა და ხვალ SOLO ლაუნჯებში აღარ გაიყიდება.

ბილეთების გაყიდვა განახლდება 29 ივნისს 09:00 საათზე. გამომდინარე იქედან, რომ ბილეთების რაოდენობა კიდევ უფრო ცოტაა და მოთხოვნა ძალიან დიდი, თითოეულ მსურველს მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

დიდი მადლობა ამხელა ინტერესისთვის, შევხვდებით Black Sea Arena-ზე“.

ჩვენ დავინტერესდით, ზუსტად რამდენ ხანში გაიყიდა კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი – „ბილეთების გაყიდვა დაიწყო 25 ივნისს, დილის 10:00 საათიდან tkt.ge-ზე, ბილეთებზე მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი, გაყიდვების შემდეგ საიტზე ჯამში 30.000-ზე მეტი მომხმარებელი დაფიქსირდა, შესაბამისად, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბილეთები სრულად გაიყიდა. აქედან გამომდინარე აღარ დადგა ბილეთების სოლო ლაუნჯებიდან გაყიდვის საჭიროება.

29 ივნისს, დილის 09:00 საათიდან კვლავ გახდება ხელმისაწვდომი ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გარკვეული რაოდენობა tkt.ge-ზე“ განაცხადეს „სოლო“-ში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here