ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ შოუებს აანონსებს

ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ შოუებს აანონსებს

ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ „სოლოს“ მოწვევით და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, ორ კონცერტს გამართავს. შეგახსენებთ, რომ კონცერტები ჯერ კიდევ წინა წელს იყო დაგეგმილი, თუმცა შოუს მუსიკალური ხელმძღვანელის დაშავების გამო გადაიდო, ახლა კი დანამდვილებით ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოში მოდის.

მან თავისი კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააანონსა, გარდა ამისა, ამავე გვერდზე ორივე კონცერტი (30 ივნისი, 1-ელი ივლისი)უკვე ჩასმულია ოფიციალურ განრიგში.

შეგახსენებთ, რომ ბილეთები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია საიტზე tkt.ge.

შოუებზე ელტონ ჯონი შეასრულებს როგორც მსმენელისთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს, ასევე ახალ სიმღერებს ბოლო ალბომიდან.

სიახლეები/

|

May 22, 2018 / 1:11 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

როგორი ბაბუაა მამულიჩა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, მცირე ხნის წინ ბაბუა გახდა. მისი ვაჟის, ნიკუშას შვილი, ალექსანდრე 9 აგვისტოს დაიბადა. როგორც მამულიჩამ გვითხრა, არ უნდოდა, რომ მას კახი რქმეოდა. თავს ახალგაზრდა ბაბუად მიიჩნევს და მეგობრის, ლაშა ბასლანძის ხუმრობას, რომელმაც მას ბაბულიჩა შეარქვა, ღიმილით უყურებს. კახი მამულაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბათუმში ვიყავი, როცა ალექსანდრე დაიბადა. დილის ექვსზე დაიბადა, დამირეკეს […]

დათო აბზიანიძე: „ეს ანდერგრაუნდ ელიტა გვეშაირება, თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლისთავზე რუსებთან ჩასვლა იქაური სისტემის ნგრევაა…“

ბლოგერი დათო აბზიანიძე, რომელიც „ბასიანის“ აქტიური დამცველი გახლდათ, კლუბის მიერ მოსკოვში დაგეგმილ ივენთზე მონაწილეობის გამო, მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა და სოციალურ ქსელში არაერთი მწარ შენიშნითაც გამოვიდა კლუბის მისამართით, რის გამოც ის „ბასიანის“ დახუული ჯგუფიდან გამოაძევეს და არც კლუბში შეუშვეს, მას ვერიფიკაცია გაუუქმეს. დათო აბზიანიძე წერს: როგორც აღმოჩნდა, მაჭახელასა და სოფლის დუქნებზე დაცინვა მაგარი იოლი პონტია, დინამოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება […]

„სახე“ 20 წლის იუბილეს 24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი აღნიშნავს

„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში დღეს, 7 აგვისტოს, ჯგუფ „სახის“ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, „სახის“ წევრებმა, დათო ხუჯაძემ, დათო ფორჩხიძემ და ბორიკო შხიანმა ისაუბრეს 24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის შესახებ, რომელიც ჯგუფის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. საღამოს შოუს სახე ექნება, ჯგუფის წევრებთან ერთად სცენაზე […]

გიორგი მიქაძის „ვოისას“ ქართული პრემიერა „ბლექ სი არენაზე“ (ფოტორეპორტაჟი)

4 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტის VOISA ქართული პრემიერა, რომლის ნოვატორული დადგმა ბასა ფოცხიშვილმა და მისმა გუნდმა მოამზადეს. უნდა ითქვას, რომ ქართული ფოლკისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზზე დაფუძნებული პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მიზანია, ახლებური კუთხით გააცნოს ქართული მუსიკა უცხოელ […]

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რომელი კერძი გასინჯა რობერტ პლანტმა ბათუმში

გუშინ ბათუმში ლეგენდარული “ლედ ზეპელინის” სოლისტი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა. მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს კი პლანტმა ბათუმში გასეირნება და სადილობა “კაფე გარდენში” გადაწყვიტა. როგორც გვითხრეს, მუსიკოსმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტ პლანტის კონცერტით, რომელიც “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება. (ფოტოები)

რეკლამა