Elle.ru: „თბილისის მერის მეუღლე – სტილის კერპი“

0
2583

პრესტიჟული გამოცემის რუსული ვერსია Elle.ru თბილისის მომავალი მერის, კახი კალაძის მეუღლის, დიზაინერ ანუკა არეშიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „თბილისის მერის მეუღლე, სტილის კერპი“.

სტატიაში აღნიშნულია:

„წინა კვირას საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებმა ახალი მერი აირჩიეს, ყოფილი ფეხბურთელი, კახაბერ კალაძე. პრესაში კალაძე უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსი, მისი მეუღლე, ანუკი არეშიძე კი – მელანია ტრამპის და ბრიჯიტ მაკრონის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად პოლიტიკოსების ყველაზე მოდურ მეორე ნახევრებს შორის.

სინამდვილეში, არეშიძეს საქართველოში დიდი ხანია, იცნობენ. გოგონა თავისივე ბრენდის მთავარი დიზაინერია და საქართველოში მოდის ერთ-ერთ კერპად მიიჩნევა. „ინსტაგრამზე“ ანუკის 165 000 გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი იზრდება, ჩვენებებს თბილისსა თუ მილანში წარმატებულად უთავსებს სამი შვილის დედობას.

ანუკის უყვარს ექსპერიმენტები სამოსითა და აქსესუარებით და როგორც ჩანს, არაფრის ეშინია: არც სიჭრელის, არც რთული ფაქტურების, არც ექსტრავაგანტური მოდელების. ის ატარებს ძალიან მაღალ ბოტფორდებს, თუმცა ამასთანავე უყვარს ქალური კაბების მორგება“. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here