„Elite Model Look Georgia” მონაწილეობისთვის გოგონებსა და ვაჟებს იწვევს

„Elite Model Look Georgia” მონაწილეობისთვის გოგონებსა და ვაჟებს იწვევს

„Elite Model Look Georgia” უკვე  მეთორთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში  კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენლის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მოდელებისთვის, გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავონ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპმოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look” დამწყებ მოდელებს აძლევს საშუალებას, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

ყოვლწლიურად კონკურსში 70 ქვეყნიდან 350 000 მსურველი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2017-ს გამარჯვებულები არიან:

თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა,  მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, ანა ურცხვანიძე და საბა ჭანუყვაძე, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.

კონკურსანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 -ელ ივლისამდე.

Elite Model Look Georgia 2018-ის რეგისტრაცია დაწყებულია!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია კონკურსის ვებგვერდზე:  www.elitemodellook.ge ან ეწვიონ IC Model Management-ის ოფისში ნიკო ნიკოლაძის 6-ში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ 170 სმ სიმაღლის გოგონებს 14-დან 22 წლამდე, 182 სმ ვაჟებს – 14-დან-22  წლამდე.

 

სიახლეები/

|

April 18, 2018 / 5:27 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

26 ივლისს “Elite Model Look Georgia”-ის ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

საერთაშორისო სამოდელო სააგენტო ELITE MODEL MANAGEMENT-ის წარმომადგენელმა ჯენიფერ კოუპმა “Elite Model Look Georgia”-ს გამარჯვებულები „რუსთავი 2“-ის „სხვა შუადღის“ პირდაპირ ეთერში დაასახელა. გამარჯვებულები გახდნენ  მარი გეჩუაშვილი და რეზი კალანდარიშვილი. გამარჯვებულების გარდა, ტოპსამეულში  გოგონებს შორის სალი თურმანიძე, არიანა ამირხანიანი და ვაჟებს შორის გიო ბუავა  და თაზო ბოჭორიშვილი დასახელდნენ. “Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო […]

26 ივლისს “Elite Model Look Georgia”-ის მეთორმეტე ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართება

წინასწარ შერჩეული და მომზადებული 18 გოგონა და 12 ვაჟი კონკურსანტი ჟიურის წინაშე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “სხვა შუადღის” პირდაპირ ეთერში  წარდგება. საერთაშორისო სამოდელო სააგენტო ELITE MODEL MANAGEMENT-ის წარმომადგენელი ქალბატონი ჯენიფერ მეი თავად დაასახელებს თითო გამარჯვებულ გოგონას და ვაჟს. “Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე, რომელიც […]

Elite Model Look წელს მეთერთმეტედ გაიმართება

“Elite Model Look Georgia” წელს მეთერთმეტედ ჩატარდება. საქართველოში მას სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ორგანიზებით იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. „ელიტ მოდელ ლუქი“ სამოდელო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა და მისი აღმოჩენილია ისეთი სახეები, როგორებიც არიან ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორფი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ […]

Elite Model Look 2016 – უკომენტაროდ

ყველაფერი დასახული მიზნით იწყება, ოცნება იმის, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსის მოაწილე გახდე. შემდეგ ხანგრძლივი კასტინგები უნდა გაიარო. ამას ერთთვიანი სამზადისის პერიოდიც ემატება და ზემოთხსენებული განვლილი გზის კულმინაცია კი Elite Model Look-ის ფინალისკენ მიდის…

რეკლამა