ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება!

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება!

Summer Set-ის პირველი, საპრეზენტაციო  ღონისძიება 27 ივლისს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე (ცოტნე დადიანის 32) გაიმართება. ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს.

“ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი სიახლე დავნერგოთ, როგორც ეს 2012-ში დავიწყეთ, მაშინ ბრენდმა ათობით ათას ადამიანს გააცნო ელექტრონული მუსიკის და საფესტივალო კულტურა და ნიადაგი შეუმზადა კლუბურ ბიზნესს თბილისი მსოფლიო რუქაზე მოენიშნა. 2019 წლიდან ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში მისი საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართება”,-აცხადებს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.

Summer Set ცნობილი მუსიკოსების გარდა სცენას დამწყებ არტისტებსაც უთმობს. ასამდე სხვადასხვა ჯგუფის, პროდიუსერის თუ დიჯეიდან, სამს მიეცემა საშუალება საკუთარი თავი ფესტივალის სტუმრებს წარუდგინოს. Summer Set-ზე მოსულ მელომანებს ასევე დახვდებიან დამწყები ანტრეპრენერები, ვინც დღეს იწყებს საკუთარ საქმეს.

Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსგავსი ტიპის ფესტივალები, რომლებიც აერთიანებს მუსიკას, სპორტს, მთის კურორტებს ამჟამად ინერგება ევროპაშიც.

სიახლეები/

|

July 23, 2018 / 4:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

უკომენტაროდ – Tbilisi Summer Set – Nils Frahm

Tbilisi Summer Set - ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც წელს სამი დღის განმავლობაში - 10-დან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართა. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში მსმენელს ისეთი ცნობილი არტისტების მოსმენა შეეძლოთ, როგორებიც არიან Kiasmos, Ripperton; George Effe, Matthew Dekay; Agoria; hm Showcase; Joachim Pastor, N’to, Worakls, Oimactta, Nils Frahm...

უკომენტაროდ – Tbilisi Summer Set – Kiasmos

Tbilisi Summer Set - ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც წელს სამი დღის განმავლობაში - 10-დან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართა. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში მსმენელს ისეთი ცნობილი არტისტების მოსმენა შეეძლოთ, როგორებიც არიან Kiasmos, Ripperton; George Effe, Matthew Dekay; Agoria; hm Showcase; Joachim Pastor, N’to, Worakls, Oimactta, Nils Frahm...

რეკლამა