ეკა კვალიაშვილი მერიას აკრიტიკებს: “ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება…“

0
48

ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რაშიც თავად იმყოფება.

“გაუსაძლისი მდგომარეობაა, აღარ შეიძლება უკვე ამის მოთმენა. კონცერტის გაკეთება მინდოდა შარშან, გამეორება მონოსპექტაკლის, თანხა, რაც გამოყო მერიის კულტურის სამსახურმა, აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობით, მთლიანი დაფინანსების მიღება შესაძლებელი იყო კონცერტის გაკეთებიდან 10 დღეში, ანუ მინდა ავხსნა, კონცერტის ორგანიზების ფულზეა საუბარი და არა ჰონორარზე, ანუ განათების, აპარატურის, დეკორაციის, ბილეთების, მოსაწვევების, სარეკლამო პლაკატების, რომელიც უნდა ქუჩაში განთავსდეს, იმ მუშების თანხები, ვინც სცენას ააწყობდა, დეკორაციაზე იმუშავებდა, ქუჩაში პლეკატებს გააკრავდა. ხალხმა გაიგოს, რომ კონცერტია (აბა ტელესარეკლამო ფულს არც მაძლევდნენ), თანხები, აფიშა დააბეჭდინეო და კონცერტის მერე მივცემთო ფულსო. მე არ ვიცნობ ასეთ სტამბას, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს, 34 წელია სცენაზე დგავარ და ზეპირად ვიცი ეს საქმე, ასეთი პრაქტიკაში არ მქონია, ანუ სრული კონცერტი უნდა ამეწყო, ხალხს ეწვალა, და ელემენტარული სამოძრაო თანხაც კი არ უნდა მქონოდა, ვიღაცას მოგამაგრებთო და ის განკარგავს ფულს და საერთოდ კონცერტსო, ამაზეც დავთანხმდი, საბოლოოდ, ჯანმრთელობის გამო, რადგან ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე, ვერ ვხვდებიდი, როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის ფულის გადახდის ეს თემა, თან ჰონორარები დამაკლებინეს ხალხზე მისაცემი, ორი აუცილებელი პუნქტი ამომაღებინეს, არ ვაფინანსებთ ამასო, ნუ კი ბატონო, და დარჩა რაღაც მახინჯი ჩონჩხი იმ ლამაზი მონო-სპექტაკლიდან.

რომ დავაკვირდი, რა გამოდიოდა, საოცრად ვინერვიულე, და ამის გამო გავხდი შეუძლოდ, რადგან არანაირად არ შეიძლებოდა ნერვიულობა, უარი ვთქვი კონცერტზე საერთოდ, იმ ეტაპზე, ვიფიქრე რაღაცას გადავაკეთებ, შევკვეცავ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, თანხა ძალიან მცირე იყო! იმის მერეც და მანამდეც, არ გამოჩნდა ჩემთვის დაფინნსება, ადამიანური, შემოქმედებითი ატმოსფერო, ნორმალური პირობები, სადაც 1000 რაღაც კეთდება, იმ ფონზე ვსაუბრობ.

რატომ ვწერ ამ პოსტს, მე უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ეს მდგომარეობა და სიტუაცია. მე ეტყობა, არ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვერ გავიგე, რა გავაკეთო. თუ არ ვარ, გამაგებინეთ მავანნო, იმის მაგივრად, რაღაცით მაინც გამოხატოთ პატივისცემა ხელოვნების მიმართ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, კონცერტი ჩემი სამსახურია, თქვენი სიამოვნებაა, მე ამით ვცხოვრობ… ჰმ, ვცხოვრობ… გამეცინა…“ – წერს ეკა კვალიაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here