ეკა ხოფერიას ვაჟი, რომელსაც მოთხილამურე დაეჯახა, სრულად გამოჯანმრთელდა

0
1527

რამდენიმე დღის წინ ეკა ხოფერიას ვაჟს ოპერაცია გაუკეთეს და ფეხიდან რკინები ამოუღეს. შეგახსენებთ, რომ სამთო კურორტზე პატარა ნიკოლას თებერვალში დიდი სისწრაფით მიმავალი მოთხილამურე დაეჯახა, რის შედეგადაც მძიმე მოტეხილობა მიიღო.

ეკა ხოფერიამ ახლახან გამოაქვეყნა სამადლობელო წერილი ექიმების მიმართ, რომლებმაც მისი შვილი გამოაჯანმრთელეს. ასეთი წერილები იმდენად იშვიათია, რომ ტელეწამყვანის პოსტს სრულად გთავაზობთ:

„3 თებერვალს ნიკოლკას მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ – დღეს რკინები ამოუღეს.

ასე საჯაროდ რა დასადები და სათქმელი ამბავია რომ არა ერთი გარემოება. კარგ ექიმებს მინდა მადლობა ვუთხრა: მერაბ და ირაკლი ვარძუკაშვილებსა და მთელ მათ გუნდს.

საკმაოდ მძიმე მოტეხილობა იყო, ოპერაცია თავის დროზე არაჩვეულებრივად ჩატარდა, გვერდში გვედგნენ რეაბილიტაციის რთულ და გაწელილ პერიოდში. ახლაც რკინების ამოღებისას ნიკოლას რომ ნაკლები სტრესი ჰქონოდა ( ძალიან ღელავდა მეორე ოპერაციის წინ) ეს მინი ოპერაცია ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში გაუკეთეს.

ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი, პროფესიონალი და წესიერი ექიმი გვყავს და იმსახურებენ ისინი მეტ პატივისცემასა და მადლობასაც. ასე რომ მადლობა, კარგო ექიმებო.

მეორე თემაც მინდოდა დამეწერა: პატივცემულო ” ჩაინიკო” ან ” არაჩაინიკო” უფროსებო, ტრასაზე პატარა ბავშვს თუ დაეჯახებით ( შემთხვევით ცხადია), ჩემი გულიდან წამოსული რჩევაა: არ მიატოვოთ ეს ბავშვი ადგილზე და თუ მიატოვეთ (ეგეც გასაგებია ანერვიულებულზე) მერე მაინც მიდით ან დაურეკეთ და უთხარით, არ მინდოდა, ჩემო პატარა მეგობარო, ბოდიში. ასე იმ პატარას კარგი და წესიერი ადამიანებისადმი რწმენას კიდევ უფრო გაუღრმავებთ.

ხუჯიკა კარგადაა და რომ გაიგო, ერთი კვირა სკოლას გააცდენს და ტელეფონზე ითამაშებს, კიდევ უფრო კარგადაა…“

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here