ეკა ხოფერიამ დაბადების დღე გერმანიაში აღნიშნა – ტელეწამყვანს 45 წელი შეუსრულდა

0
2722

9 ივლისს ეკა ხოფერია 45 წლის გახდა. მან თავისი დაბადების დღე მეუღლესთან ერთად გერმანიის ქალაქ ალტენტრეპტოვში შეხვდა. ამ ქალაქს წყვილი იმიტომ ეწვია, რომ ტელეწამყვანის ექიმ მეუღლეს მუხლზე ოპერაცია დასჭირდა. ახლა, როგორც ეკა წერს, ყავარჯნით სარგებლობს და წიგნსაც წერს, თუმცა მეუღლისთვის დაბადების დღის ორიგინალურად მილოცვა არ დავიწყებია.

ეკა აღნიშნავს:

„ტკბილი სიზმრების წინ საკითხავი)

ე.ი. რა ქნა დღეს ჩემმა დროებითმა ჟოფრეი დე პეირაკმა)), რომლის მუხლის საოპერაციოდაც ვეწვიეთ ამ უჩვეულო და საყვარელ ქალაქს. ჯერ დილით ამ მარკზე, ცენტრალურ მოედანზე, რომელიც, ცხადია, ცარიელი იყო , მითხრა, აი, ნახე, ეს მთელი მოედანი შენ გაჩუქეო( ნუ, გადავკეტეო, არ თქვა); მერე ყავარჯნებით სეირნობა-სეირნობით მივადექით ახლად გახსნილ იტალიურ რესტორანს. მეპატრონე ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ აქ დაბადებულ-გაზრდილი, მერე წასული დიდ ქალაქებში და გამოცდილებამიღებული და დაბრუნებული მშობლიურ ალტენტრეპტოუს. დაუქირავებია მაგარი იტალიელი შეფმზარეული და დღეს ჰქონდა პრეზენტაცია, ვიწრო წრეში ხუჯიკა/ხოფერიასთან ერთად). ეს რესტორანი აქ მალე ყველას გადაუჯოკრავს (არსებულ ორს თუ სამს); აქვს სამი სივრცე, ორი შიგნით და ერთი შიდა ეზოში. გარეთ, როგორც შევთანხმდით, აქაურები არ მიირთმევენ და არ უყვარ , ეგ ამბავი მთლიანად შიდა ეზოებშია გადატანილი. ვფიქრობ, ან კანონმდებლობა აქვთ ასეთი( ვითომ რატომ? არ ვიცი), ან სახლების წინ გაკუწკუწებული ფართო ტროტუარები ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა, ასეთი კი აქ მოსახლეობის 99.99%-ია. ეს გოგო მაგარი პროგრესული ვინმეა. მუსიკაც კი ჰქონდა ჩართული, ოღონდ ძალიან ხმადაბლა, ნელ-ნელა აპარებს თავის წესებს) მალე ვაიფაის გავაკეთებო. სამზარეულო მართლა სუპერ! ნამდვილი იტალიური გემოთი და შეზავებითა და პეწით. ვრცლად

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here