ეკა დოლიძემ დევიდ ლინჩის ფილმისთვის სიმღერა ჩაწერა

0
845

მომღერალი ეკა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ საინტერესო პროექტში, რომლის გადაღებაც საქართველოში ბოლო პერიოდია, მიმდინარეობს. ფილმს დევიდ ლინჩის პროდიუსერობით ქართველი რეჟისორი, გიგა აგლაძე იღებს.

როგორც ეკა წერს, ამ ფილმისთვის მან სპეციალურად ჩაწერა სიმღერა. ცნობილია, რომ ეკა სხვა ქართველ მუსიკოსებთან, – ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, პაატა ანდრიაძე, უჩა მეტრეველი, ფილმშიც გამოჩნდება.

ფილმში მონაწილეობს Jim Sturgess.

ეკა წერს:

„ღმერთო ჩემო… დღეს დავასრულე სტუდიაში მოღვაწეობა იმ სიმღერაზე რაც ჩავწერეთ ფილმისთვის რომლის პროდიუსერიც დევიდ ლინჩია?!

seriously… David Lynch!!!!???

ეს ნიშნავს, რომ ჩემი ოქროს საბადო ბენდის ბიჭების დაკრული და ჩემი ხრინწიანი ხმა მალე ჰოლივუდში გაისმება… და კიდევ ამავე ეპიზოდშიც ვიქნებით!!!….

არ მჯერააააააააა“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here