„ეგებ ახლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკა მცოდნემ უნდა შეაფასოს“ – რის გამო აქებენ სტეფანეს სოცქსელებში

0
4118

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში სტეფანეს მიმართავს და ახსნებს „იქს ფაქტორის“ შესარჩევ ტურს, როცა „გერმანული ვოისის“ ახლანდელი გამარჯვებული სტეფანე კასტინგზე მივიდა და მას მხარი გამორჩეულად სტეფანემ დაუჭირა, სოფო ტოროშელიძემ კი მის შესრულებას „ხელოვნური“ უწოდა. უკვე ლაივზე გიორგი გაბუნიამ ნათია თოდუას პერფორმანსს, სადაც ის თინა ტერნერის სიმღერას ასრულებდა, სასაცილო უწოდა.

სვიმონ ჯანგულაშვილი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, მუსიკალური კონკურსის ჟიურიში მუსიკოსები უნდა ისხდნენ.

ის წერს:

„სტეფანე ❤️❤️❤️❤️

და ეგებ ეხლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკა მცოდნემ უნდა შეაფასოს, ნიჭი – ნიჭიერმა და არა სამყაროზე დაბოღმილმა ტიპმა…

ყველამ დავინახეთ, რომ მაგ პოლიტიკან ტიპებს ნიჭის დანახვა არ შეუძლიათ, დანახვა და დაფასება!

რა ხედვა და ალღო გაქვს ❤️❤️❤️❤️❤️ გილოცავ შენ პირადად – ამ საოცარ ადამიანში რომ შემართება არ ჩაქრა, ბრძოლის ჟინმა აქამდე რომ მიიყვანა, ამაში შენი ხედვის, შენი კეთილი გულის, სიტყვების და გამოსხივების მადლიცაა და გმადლობ მე პირადად…

P.S. ფალიაშვილსა და ცაგარელსაც უხარიათ. მეთრეშე-მენაგვე და მისი რაზმი მუსიკას და მუსიკოსებს შეგვეშვანო, ზაქარიამ დაიბარა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here