“ეძღვნება “პროფილის“ ყველა ცნობილ სტუმარს, ათეულობით ადამიანს…“ – რას სწერს მაია ასათიანი პოპულარულ სახეებს

0
23

მაია ასათიანი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ტელეწამყვანი უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდებოდა ცნობილი სახეებისგან, ვინც თავად გაავარსკვლავა “პროფილის“ მეშვეობით, ვიდრე მათგან მიიღო.

“8 წელი – რამდენიმე ათეული ახალი სიმღერის პრემიერა, 8 წელი – რამდენიმე ათეული სოლოკონცერტის წინასაპრემიერო პრომოუშენი, 8 წელი – ათეულობით კლიპი, პრეზენტაცია, გამარჯობის ნაცვლად “იცი, რა მინდა გთხოვო“, ახალი მომღერლები, ახალი ჯგუფები… გოგოები, ბიჭები… ბევრნი, ძალიან ბევრნი… ყველასთვის უცნობები და “პროფილით“ ვარსკვლავებად ქცეულნი! სად ხარ ახლა შენ? სად? ალბათ, სეირს უყურებ – ვინ გაიმარჯვებს! მინდა იცოდე, შენ უკვე დამარცხდი!

ეძღვნება “პროფილის“ უკლებლივ ყველა ცნობილ სტუმარს, ათეულობით ადამიანს (ოთო ნემსაძის გარდა!“).

პ.ს. თითო გული მაინც გამოგეგზავნათ ინბოქსში!..“ – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.