Echowaves-ის ფესტივალი ანაკლიაში – ლაინაფი ცნობილია!..

0
1571

EYE Stage ფესტივალ Echowaves-ის ფარგლებში ლაინაფს აანონსებს. EYE Stage-ზე 25 არტისტი დაუკრავს – სცენა ჰაუსმუსიკაზე იქნება ორიენტირებული.

23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში, ახალ ქართულ ფესტივალზე Еchowaves Кollektiv Turmstrasse-ს, Henrik Schwarz-ს, Detroit Swindle-ს, Butch-ს,  Sailor & I-ს, Woo York-ს და არაერთ სხვა არტისტს მოისმენთ.

EYE Stage 2017 წელს შეიქმნა. სცენა რამდენიმე კვირის წინ Tbilisi Open Air-ზეც იყო წარმოდგენილი.

23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი Echowaves Powered by Exit გაიმართება. ღონისძიებაზე ჟანრობრივად განსხვავებული 5 სცენა იმუშავებს. მათ შორის იქნება KHIDI-ს სცენა, EYE Stage, Tayo…

საფესტივალო ტერიტორიაზე იმუშავებს არაერთი კაფე და ბარი, ვიზიტორებს კი მრავალ აქტივობაში ჩართვის საშუალება ექნებათ – ფეხბურთიდან დაწყებული კინოჩვენებებამდე4.

ღონისძიება Check In Georgia-ს ფარგლებში ტარდება. მისი მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.

Echowaves-ის მსვლელობისას ანაკლიას ათასობით შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა, რაც სასტუმროების და კერძო სექტორის დატვირთულობის კოეფიციენტს მკვეთრად გაზრდის. ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას და ანაკლიის, როგორც ელექტრონული მუსიკის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here