„ECHOWAVES“ – ახალი ფესტივალი ანაკლიაში გაიმართება

0
1284

ECHOWAVES“ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.  მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის  ქოლგის ქვეშ.

Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.  დროთა განმავლობაში ის სრულფასოვან მუსიკალურ ფესტივალად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს მასპინძლობს. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან:  Depeche Mode, Guns N’ Roses,  Massive Attack, Faithless,  Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ.

წლების განმავლობაში The Guardian, CNN, The Sun, Euronews და სხვა გამოცემები მას ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალებს შორის ასახელებენ. 2013 და 2017 წელს EXIT ფესტივალი „Best Major Europian Festival”-ის გამარჯვებული გახდა. Conde Nast Traveler-მა აღნიშნული ღონისძიება ევროპის ტოპ 50 ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის დაასახელა, ამ სიაში EXIT ერთადერთი ფესტივალია. დაარსების დღიდან ფესტივალს 3.610.000 ვიზიტორი ჰყავდა.

ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ EXIT ფესტივალის ქოლგის ქვეშ შეიქმნა  „ANAKLIA ECHOWAVES.“

ღონისძიება Exit Festival-ის მხარდამჭერით გაიმართება და მის ორგანიზებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია ჩართული. EXIT-ის პატრონაჟი და მხარდაჭერა ბრენდის განვითარებისთვის საკვანძო ელემენტია, რაც ამ ფესტივალის სტატუს და რეპუტაციას მნიშვნელოვნად ზრდის.

აქედან გამომდინარე, „ANAKLIA  ECHOWAVES“-ს კოლაბორაცია აღნიშნულ ბრენდთან კიდევ უფრო წაახალისებს შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადების ზრდას და ანაკლიის პოზიციონირებას საფესტივალო მიმართულებით.

ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა, მსოფლიო დონის  80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.

ECHOWAVES“ ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და ბევრი სხვა, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ლაივ შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here