დუეტი გარდაცვალების შემდეგ – შავი პრინცის ახალი სიმღერა, რომელშიც მასტერი რეპავს (ვიდეო)

დუეტი გარდაცვალების შემდეგ – შავი პრინცის ახალი სიმღერა, რომელშიც მასტერი რეპავს (ვიდეო)

„ფორტუნა პლუსის“ მენეჯერის, რეზო კაკულიას იდეით, რეპერ შავი პრინცის (აჩიკო ბაბუნაშვილი) ახალმა სიმღერამ იხილა მზის სინათლე და მისი პრემიერა 27 მარტს, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა. ახალი დუეტი, რომელიც „შავი პრინცის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა და მასში მონაწილეობა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, ანუ მასტერმა მიიღო, პაატა სილაგაძის, შავი პრინცის დიდი ხნის მეგობრის სტუდიაში „P.S. Recodrs Studio“ ჩაიწერა. შავ პრინცს ახალი სიმღერისთვის მხოლოდ მისამღერი ჰქონდა ჩაწერილი, რეპის ნაწილი კი კოლეგისა და მეგობრის პატივისცემის ნიშნად, მასტერმა ჩაწერა.

სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი გული გაქვს შენ“. მისი მუსიკალური პროდიუსერი არის პაატა სილაგაძე, პროექტის პროდიუსერი: რეზო კაკულია, კლიპი „ქსენონ ფროდაქშენმა“ გადაიღო, ოპერატორი გივიკო მაღრაძეა, პროექტის მენეჯერი: გუკა მელქაძე. ვიდეოს ნაწილი ქუთაისშია გადაღებული.

სიმღერის ორი ვერსია შეიქმნა, ერთი ჰიპ-ჰიპის სტილში, მეორე კი მისი რემიქსული ვარიანტი, რომელზეც PR Production-მა იმუშავა. ორივეს მოსმენა შეგიძლიათ როგორც „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, ასევე რადიოს საიტზე – fortunaplus.ge

რეზო კაკულია:

შავი პრინცი გარდაცვალებამდე მუშაობდა სიმღერაზე, თუმცა მისი დასრულება ვერ მოასწრო. სტუდიაში დარჩა მხოლოდ მისამღერი. კუპლეტები დაწერილი არ ჰქონია, შეიძლება, თავში უტრიალებდა ტექსტი, მაგრამ ჩვენამდე არ მოსულა, მხოლოდ მისამღერით კი სიმღერას ვერ გავაკეთებდით. პაატა სილაგაძეც და მეც 20 წელზე მეტი ვმეგობრობდით შავ პრინცთან. როცა ქუთაისში ვიყავით ჩასულები გასვენებაში, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და პაატამ მითხრა, რომ სიმღერის ნაწილი ჰქონდა ჩაწერილი… იქვე მოგვივიდა იდეა, რომ სიმღერა ბოლომდე მიგვეყვანა.

დავუკაშირდით ერთ-ერთ პირველს – მასტერს. ის სულ მუშაობს, მინდა შევაქო და ვთქვა, რომ თვე არ გავა, რომ ან სიმღერა არ ჩაწეროს ან ახალი კლიპი არ წარადგინოს. დაწერა ტექსტი, ჩაწერა თავის სტუდიაში და გადმოგვიგზავნა, ჩვენ კი ამ ყველაფერს საბოლოო სახე მივეცით. რადგან „ფორტუნა პლუსის“ ექსკლუზივი იყო, გადავწყვიტეთ, გაკეთებულიყო ამ სიმღერის რემიქსული ვარიანტიც. ანუ „ჩემი გული გაქვს შენ“ ერთი ვერსია არის ჰიპ-ჰოპის ჟანრში, მეორე ვერსიას კი საცეკვაო ჟღერადობა შევურჩიეთ. კლიპი ორიგინალზე თავად მასტერმა გადაიღო.

მასტერი:

მგონი, საქართველოში ეს პირველად ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჰიპ-ჰოპში, რომ არტისტის გარდაცვალების შემდეგ გამოდის მასთან დუეტი. ეს აპრობირებული მეთოდია საზღვარგარეთ. იდეის ავტორი რეზო კაკულია გახლდათ. მან დამირეკა და მითხრა, რომ არსებობდა პროექტი, რომელიც შავ პრინცს ჰქონდა დაწყებული. არანჟირებისა და მუსიკის ავტორი კი პაატა სილაგაძე იყო. პაატას სტუდიაში ასულს მომასმენინეს. მკითხეს, როგორ ვხედავდი ამ პროექტში საკუთარ თავს. პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა. ეს მძიმე მისია გადმომაბარეს. ერთი ღამე მარტო იმას ვფიქრობდი, როგორი მიმართულება მიმეცა ტექსტისთვის. როცა მსმენელი მოისმენს, მიხვდება, რომ მხოლოდ მისამღერისთვის არ მიმიბამს. არ ვიცი, რას ფიქრობდა ამ მისამღერის დაწერისას. „ჩემი გული გაქვს შენ“ – ასე ჰქვია სიმღერას, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით, გოგოს სიყვარულზე ამას ვერ ვხედავ. ძალიან მალე ჩავწერეთ სიმღერა, რადგან არ მიყვარს საქმის გაწელვა. მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით გაკეთებულიყო, მიქსინგი და მასტერინგი პაატა სილაგაძემ გააკეთა. ჩავედი ქუთაისში, საიდანაც იყო შავი პრინცი და კლიპი იქ გადავიღე. 90% გადაღებებისა იქ მიმდინარეობდა. მისი ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ, ასევე უახლოესმა ძმაკაცებმა, მეგობრებმა.

რა შეგიძლია თქვა, როგორც ჰიპ-ჰოპ არტისტმა, შავი პრინცის შესახებ?

მან დაიწყო ჰიპ-ჰოპი საქართველოში. ალბათ, ვინმე სხვა დაიწყებდა, ის რომ არა, მაგრამ რა ფორმით, როგორ და როდის დაიწყებდა, ეს ხომ არავინ არ იცის. შურიკა, როგორც მას ვეძახდით, შეიძლება, ბოლო დროს აქტიურად არ ჩანდა, მაგრამ ამით ცხოვრობდა. მასთან ერთად მქონია კონცერტი, როცა 15 წლის ვიყავი, დამწყები ამ სფეროში. შემდეგ თავის კონცერტზე დამიძახა ერთ-ერთ სივრცეში. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ძალიან კოლეგიალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა… პატივს ვცემდით ერთმანეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბათუმში დიდი სოლოკონცერტი შავ პრინცს მივუძღვენი.

ვფიქრობ, ადამიანს, რომელმაც დაიწყო მიმდინარეობდა, ასეთი პატივი უნდა სცენ. მან, როგორც რეპერმა, ზუსტად იცოდა ჰიტების „გარტყმა“. ჩემი აზრით, კონკრეტულად, დასავლეთმა, ქუთაისმა, ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა. ბევრს უნდოდა, ისე გაერეპა, როგორც ამას შავი პრინცი აკეთებდა. დავკარგეთ კარგი და კეთილი ბიჭი… ყველამ განიცადა, როგორც ოჯახის წევრის გარდაცვალება. თითქოს ბავშვობა წაგვერთვა…

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

March 28, 2019 / 1:45 pm

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მასტერი და ნათია დუმბაძე დუეტზე მუშაობენ (ვიდეო)

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი და მომღერალი ნათია დუმბაძე ახალ დუეტს გვიმზადებენ. ნათიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე ხმის ჩამწერი სტუდიიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალი სიმღერის ამონარიდიც ისმის. (ვიდეო)

მასტერი: „ჩემი შეყვარებულს შევპირდი, რომ პირად ცხოვრებაზე აღარ ვისაუბრებ…“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი „ოქროს ტალღის“ არაერთგზის ნომინანტი და ორჯერ გამარჯვებულიც გახლავთ. ახლაც ნომინირებულია ერთ-ერთი სიმღერით, რომელიც სიყვარულზეა. მასტერის რეპერტუარში, როგორც გავარკვიეთ, არაერთი სიმღერა აქვს, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა. მართალია, მას დაჰპირდა, რომ მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებდა, მაგრამ ჩვენთან გამონაკლისი დაუშვა. რეპერს „კაფე ორანჟერეაში“ შევხვდით სასუბროდ. მასტერი: ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, „ოქროს ტალღა“ […]

შავ პრინცთან მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუ 6 თებერვალს „ნანუკას შოუში“ გავა

ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ინტერვიუს ნაწყვეტს აკაკი ბაბუნაშვილთან. როგორც აღმოჩნდა, ამ ინტერვიუს ხილვის შესაძლებლობა ოთხშაბათს გვექნება, „ნანუკას შოუში“. როგორც ტელეწამყვანი წერს, წარმოუდგენელი სინანული დაეუფლებოდა, ამ გადაცემის ჩაწერა რომ გადაედო. ეს რეპერ შავი პრინცის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუა. რეპერი და ქართული ჰიპ-ჰოპის პიონერი გუშინ, 4 თებერვალს, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემით გარდაიცვალა. „წარმოუდგენელი სინანული მექნებოდა, ამ გადაცემის […]

მასტერი: „ვარ ყურადღების ცენტრში – ნინი ბადურაშვილის ოჯახივით…“

რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა ახალი ტრეკი გამოუშვა სახელწოდებით Ha-Ha, სადაც საკუთარი შემოქმედების კრიტიკოსებს მიმართავს. მასტერი სიმღერაში რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც ახსენებს, მათ შორის ფეხბურთელ გურამ კაშიას, კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს და მომღერალ ნინი ბადურაშვილს. მასტერი რეპავს: „მასტერი თბილისის ყველა უბანში სახლშია Hateერი ჩაკეტილი შარშია, იუზრდელა დაიმალა, მოვძებნე ქალაქ გორში, წავედი როგორც ომში, მარა თურმე ბავშვია კაპიტანი როგორც გურამ […]

მასტერის ახალი კლიპი სიმღერაზე „S.O.S.“ (ვიდეო)

რეპერი მასტერი გიორგი პავლიაშვილი თაყვანისმცემელს ახალ კლიპს სთავაზობს. სიმღერის სახელწოდებაა „S.O.S.“. როგორც თავად რეპერი წერს: „ყველა ადამიანს, ვინც მსგავს სიტუაციაში გრძნობს თავს, მინდა ვუთხრა, რომ არ ხართ მარტო და სადღაც შორს, თუნდაც კილომეტრებს იქით მე მესმის თქვენი…“ კლიპი, ისევე, როგორც რეპერის სხვა ნამუშევრები, „Xenon Production“-მა გადაიღო, ოპერატორი: გიორგი მხეიძე. კლიპში მონაწილეობს მარიამ გაზდელიანი.  

რეკლამა