„დოლჩე და გაბანას“ ახალი კოლექია, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჰაეროვანი, ჭრელი ნამუშევრები ინტერნეტმა მყისვე აიტაცა. აქ ნახავთ უამრავ ულამაზეს პრინტსა და რასაკვირველია, ისეთ სიჭრელეს, რომელიც მხოლოდ იტალიელი დიზაინერების ცნობილი ტანდემისთვის არის დამახასიათებელი. პრინტში ხშირად ნახავთ ბანქოს კარტებსაც, რომელიც ამ ფერადოვნებას კიდევ უფრო მეტ ფერს სძენს.
ერთ-ერთი საინტერესო მოდელი ახალ კოლექციაში გამოვარჩიეთ, ყვითელ კაბას ისეთი ჩანთა აქვს შეხამებული, რომელსაც საქართველოში „ლილოს ჩანთებს“ ვეძახით, მსოფლიო მოდაში კი დემნა გვასალიამ დაამკვიდრა, როდესაც „ბალენსიაგასთვის“ შექმნა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, „დოლჩე და გაბანამ“ ეს სტილი ქართველი დიზაინერისგან ინათხოვრა. ფოტოები
September 27, 2017 / 3:11 pm
მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]
ანი გიუნტერი გერმანიაში ყოფნისას ერთ უსიამოვნო „ტრადიციას“ გადაეყარა, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველების ნაწილი მისდევს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათ ურჩევნიათ კითხვაზე, „საიდან ხართ“, უპასუხონ – „რუსეთიდან“, რადგან ასე უფრო უადვილდებათ ახსნა გერმანელებისთვის. ანი წერს: „სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე: “ვერ არ იუ ფრომ” გერმანელებს სიამაყით პასუხობს […]
თიკა ჯამბურიამ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის, „გავუსწროთ დროს“, რომელსაც პატარაობისას უცნობთან ერთად ასრულებდა, ახალი ვერსია ჩაწერა. ვერსიის ავტორი მუსიკოსი და მომღერალი, სოფო ტოროშელიძე გახლავთ. თიკამ ახალი კომპოზიცია „იუთუბზე“ ატვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გააზიარა. მან სტატუსში ყველა მონაწილეოს მადლობა გადაუხადა: „გავუსწროთ დროს… ეს სიმღერა ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვარდათ და დღემდე უსმენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის […]