ჟურნალმა Vogue-მა 95 წლის იუბილე სექსუალურად აღნიშნა

0
52

ჟურნალ Vogue-ის ფრანგული გამოცემა იუბილარია – ზუსტად 95 წელი გავიდა მას შემდეგ რაც, 1920 წელს, გამოცემის პირველი ნომერი ჩაეშვა გაყიდვაში. ყველაზე მოდურმა ჟურნალმაც გადაწყვიტა მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებულად აღენიშნა და საიუბილეო ნომრისთვის ისეთი ვარსკვლავები შეკრიბა როგორებიც კენდალ ჯენერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ქეით მოსი და კრისტი ტარლინგტონი არიან.

ინტერნეტში ახალი ნომრის რამდენიმე გარეკანი გავრცელდა, რომელზეც ზემოთხსენებული მოდელები არიან გამოსახული. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ჟიზელის გამოსახულებიანი ყდა იმსახურებს, რომელზეც უმშვენიერესი მოდელი წელსზემოთ შიშველი პოზირებს…