ჟურნალი „Hello!“-ს სტუმარი „ფორტუნა პლუსის“ ყველაზე სტაჟიანი წამყვანია

0
1517

ჟურნალი „Hello!“ რადიო „ფორტუნა პლუსის“ ერთ-ერთი სტაჟიანი წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის პერსონით დაინტერესდა და დეკემბრის ნომერში მკითხველს მასთან ინტერვიუ შესთავაზა.
როგორც გამოცემა წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდაა, მის ხმაზე არაერთი თაობა გაიზარდა. გიგა ბატკუაშვილი რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში„ 15 წლის წინ მოხვდა და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო წამყვანებს შორის ღირსეული ადგილი მალე დაიკავა“.

როგორ აღმოჩნდით „ფორტუნა პლუსში“?

2002 წელს, 25 ივლისს რადიოში ე.წ. „რეზერვი“ დასჭირდათ. მივედი მუსიკალურ ხელმძღვანელ რეზო კაკულიასთან და საცდელად ხმა ჩავწერეთ. მაშინვე მითხრა, აყვანილი ხარო. იმ პერიოდში რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ მოხვედრა ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება გახლდათ. 15 წლის ასაკში აღმოვჩნდი ამ საოცარ ჰოლდინგში ისეთ ცნობილ და მსმენელისთვის საყვარელ წამყვანებთან ერთად, როგორებიც აჩი ფურცელაძე, ხატია შამუგია, გვანცა კილასონია და სხვები იყვნენ.

როგორც ვიცი, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში არაერთი შემსრულებლის ხმა პირველად გაჟღერდა, მათ შორის იყო ბერა ივანიშვილიც…

ბერა ჩვენს ეთერში ძალიან პატარა ასაკში მოხვდა. ჩვენი ფორმატის სიმღერა ჩაწერა და პრემიერაც „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა. მას შემდეგ ძალიან დავმეგობრდით და ჩვენთან არაერთი პრემიერა განუხორციელებია, თუმცა ბერა ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვისი სიმღერაც პირველად სწორედ ამ რადიოსადგურზე გაჟღერდა. ასეთი შემსრულებელი ძალიან ბევრია და მეამაყება, რომ ისინი დღემდე ჩვენი ერთგულები არიან.

გიგა ბატკუაშვილთან სრული ინტერვიუს წაკითხვა ჟურნალის ფურცლებზე შეგიძლიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here