დიზაინერი ლაკო ბუკია სკანდალში გაეხვა, მას პლაგიატში სდებენ ბრალს

0
2471

დიზაინერი ლაკო ბუკია სკანდალში გაეხვია. მისი და მარიამ ნატროშვილის დავამ, შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს. საქმე ის გახლავთ, რომ ლაკო ბუკიამ ერთ-ერთ პალტოზე მარიამ ნატროშვილის წარწერა „battery low” დაპრინტა, რომელიც ავტოფარეხის კედელზე ეწერა. ამ სკანდალის შესახებ, ლაკომ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ამ თემაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ სადაო თემაა. მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ჩემს მიმართ, ჯობია კანონი ჩავრიოთ და „ფეისბუქით“ არ განვიხილოთ თემა. როცა რაღაცა ქუჩაში კეთდება, ეს ხალხისთვისაა და როცა ეს ფოტო გადავიღე, არც მიფიქრია რომ ვინმეს რამე გამოვიყენე. წარწერის ავტორი მთხოვდა პალტო ამომეღო კოლექციიდან, რაც არ გავაკეთე. მარიამ ნატროშვილს შევთავაზე თანამშრომლობა, მაგრამ ამაზე უარი მითხრა“ – აცხადებს ლაკო ბუკია.

14876680_10157550990715161_50381794266236747_o

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here