დიზაინერ მარიამ გვასალიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – „არ დანებდეთ…“

დიზაინერ მარიამ გვასალიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – „არ დანებდეთ…“

ახალგაზრდა დიზაინერი მარიამ გვასალია „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის გახარებული ცეკვავს და წერს, რომ ამ დროს ჯერ არ იცოდა, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზს თუ დაუდგენდნენ ერთი თვის შემდეგ… მარიამი ყველა იმ ადამიანს ამხნევებს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის…

ის წერს:

„ამ ვიდეოს ვდებ არა იმიტომ, რომ განახოთ, როგორი ბედნიერი ვარ, როგორია ჩემი ყვითელი კაბა ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, რის გამოც ვაზიარებთ ხოლმე. ეს ხდება ჩემი დაავადების (განკურნებადია – ესაა მთავარი…) გაგებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე…. თურმე არ ვიცოდი, რომ უკვე მქონდა მწვავე ლეიკემია და კიდევ რამდენიმე 🙂 ნურაფერი შეგაშინებთ, აქაც ბევრი რამ მაწუხებდა და არ ვუტყდებოდი თავს, რომ გამერკვია მიზეზი, ამაში არ მომბაძოთ! ცუდია…მოკლედ…მინდა, გითხრათ, მოგმართოთ, გთხოვოთ თუ გირჩიოთ, არ გაიფუჭოთ ხასიათი, არ დანებდეთ, არ მისცეთ არაფერს საშუალება, მოგერიოთ. იბრძოლეთ!!! და კიდევ დიდი მადლობა ამდენი სიყვარულისთვის!“ ვიდეო

 

სიახლეები/

|

September 5, 2017 / 5:17 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძე რუსულ „ვოგს“: „ინგლისურად დაგელაპარაკებით, რადგან რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობ…“

რუსულმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანუკი არეშიძე საუბრობს იმის შესახებ, რა დევს მის ჩანთაში. როგორც ანუკი აღნიშნავს, რუსულად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ ინგლისურად ურჩევნია ინტერვიუს მიცემა. „როცა გარეთ დავდივარ, ჩემი ტელეფონები მიმაქვს, ერთი არის სამუშაოსთვის, ერთი იმეილებისთვის, ერთი ოჯახისა და ფოტოებისთვის, კიდევ ერთი კი მეგობრებისთვის. ეს ჩემი ფოტოკამერაა, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და სულ თან […]

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის შესახებ: „გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ!..“

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის, ნინის მხარდასაჭერად პოსტს ავრცელებს. მოდელი ულოცავს საქართველოს ახალ მისს და აღნიშნავს, რომ აქამდე გააზრებული არავის ჰქონია, „მის საქართველო“ ლამაზიც უნდა იყოს და განათლებულიც და სწორედ ასეთია ნინი გოგიჩაიშვილი. ნანუკა წერს: „ვულოცავ საქართველოს ახალ მისს , ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოჰყვება, ასე რომ, გინდოდათ […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია. […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა