დღის ფოტო – ნახევრად შიშველი შორენა ბეგაშვილი ერიკ ბენესთან ერთად

დღის ფოტო – ნახევრად შიშველი შორენა ბეგაშვილი ერიკ ბენესთან ერთად

ამერიკელი შემსრულებელი ერიკ ბენე, მეორე დღეა, ბათუმშია. მუსიკოსი საქართველოს 5 „ფრემის“ მფლობელი სილო გრინთან ერთად ესტუმრა. გუშინ ამერიკელმა შემსრულებლებმა თავისი გუნდის წევრებთან ერთად ბათუმის „სექტორ 26“-ში შესანიშნავი დრო გაატარეს, სადაც ბერა ივანიშვილმა დაპატიჟა.

ახლახან კი ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ერთ-ერთი სასტუმროს აუზზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერიკ ბენესთან ერთად არის გადაღებული. შორენა ფოტოზე, რასაკვირველია, საცურაო კოსტიუმითაა და შესანიშნავად გამოიყურება. მეორე ფოტო კი ერიკსა და თავის შვილთან, ევასთან ერთად აქვს გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ბენე 10 აგვისტოს, სილო გრინთან ერთად, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს, სახელწოდებით „სოულის ღამე“. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

 

სიახლეები/

|

August 9, 2017 / 4:50 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გიორგი ყიფშიძე მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ: „გადადებული ვიყავი…“

გიორგი ყიფშიძემ „თბილისელებთან“ თავისი პროფესიისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ანრი ჯოხაძემ ის ნანკა კალატოზიშვილთან და პატარა შვილთან, ალექსანდრესთან ერთად, ახალ კლიპში გადაიღო. ვიდეო ბიოგრაფიული ხასიათისაა, გიორგი ანრის მამას თამაშობს, ნანკა – დედას, ხოლო ალექსანდრე ყიფშიძე მომღერლის ბავშვობას განასახიერებს. როგორც გიორგი ამბობს, ნანკასთან კოცნის სცენა ჰქონდა, რაზეც მისმა ვაჟმა იეჭვიანა. „ალექსანდრემ ნანკაზე იეჭვიანა, ქაჩვა დამიწყო: […]

ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანში წარადგინა (ფოტოგალერეა)

„ანუკის“ ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, შეგიძლიათ, თავად დაათვალიეროთ. როგორც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი იუწყება, კოლექციის მთავარი თემა დასვენებაა და დიზაინერის შთაგონება იტალიის კუნძულებია. როდესაც ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად იტალიაში ატარებდა დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებს, თავის ფავორიტ ფილმებსაც გადახედა. მის კოლექციაში შეგიძლიათ ადვილად ამოიცნოთ პრინცესა ანას გავლენა „რომაული არდადეგებიდან“ ან ფელინის […]

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი იტალიაში საერთაშორისო კონკურსის ოთხეულში მოხვდნენ (ფოტო+ვიდეო)

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი ბოლო პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი ახლახან იტალიაში, მილანში გაიმართა. ქართველი მოცეკვავე წყვილი საუკეთესო ოთხეულში დასახელდა.   ამის შესახებ თავად ოთომ დაწერა სოციალურ ქსელში და მეწყვილესაც მიულოცა წარმატება.   „WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN IN ITALY – ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ წყვილები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, ჩვენ ვიცეკვეთ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია (ვიდეო)

ტელეწამყვანი და მსახიხიობი შორენა ბეგაშვილი „პროფილს“ სტუმრობს. გადაცემა ეთერში 5 ოქტომბერს გავა. ეს მაია ასათიანის გადაცემის სეზონის გახსნაა. შორენა „პროფილის“ წამყვანს გამოუტყდა, რომ შეყვარებულია. შორენა ამბობს: „როგორც კი სერიოზულობისკენ მიდის საქმე, ვტრიალდები სადღაც… ქორწილი და თეთრი კაბა. შეყვარებული ვარ… იმდენად მზურნველი, იმდენად კარგი, მოსიყვარულე… რა სისულელეა, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის ისეთი ადამიანი, რომელიც […]

შორენა ბეგაშვილის ტატუ ინტიმურ ადგილას და შეუდარებელი ფოტოები (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილმა თეთრეულის ბრენდის ახალ სარეკლამო ფოტოსესიაში თავისი „სილამაზეები“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. შორენა საკუთარ პოპულარობასა და ქალურ ღირსებებს აქტიურად იყენებს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობისთვის და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. შორენამ ფოტოსესიიდან ორი ფოტო გააზიარა და ორივეს დიდი მოწონება ხვდა წილად სოციალურ ქსელში. ფოტოებზე ჩანს შორენას ტატუ, რომელიც ინტიმურ ადგილას, მკერდს შორის აქვს გაკეთებული. „შეგიძლიათ, წამლის […]

ვარცხნილობა შორენა ბეგაშვილის შვილმაც შეიცვალა (ფოტო)

შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად შავი ზღვისპირეთში ისვენებს. ტელეწამყვანმა ახალი იმიჯით საზოგადოება აალაპარაკა, მან თმა დაიხუჭუჭა და უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ვარცხნილობა საზაფხულოდ ძალიან მოუხდა. მის მიმართ სოციალურ ქსელში კომპლიმენტებს არ იშურებენ. როგორც მის მიერ დადებული ახალი ფოტოდან ჩანს, ვარცხნილობა შეიცვალა ასევე მისმა ქალიშვილმაც. ევამ ამჯერად აფრიკული ნაწნავები მოირგო. სამართლიანად უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონა ძალიან ლამაზი […]

Eric Benet-მ და CeeLo Green-მა ბათუმის ერთ-ერთი კლუბი „თავზე დაიმხეს“ (ფოტო+ვიდეო)

გუშინ ბათუმში ამერიკელი მომღერლები, ერიკ ბენე და სილო გრინი ჩამოფრინდნენ. მუსიკოსებს დასვენების დღე ჰქონდათ, დღეს კი უკვე საუნდჩექი ელოდებათ. ერიკ ბენესა და სილო გრინს ბერა ივანიშვილი მასპინძლობს. მან მუსიკოსები თავის საყვარელ გასართობ ადგილას, „სექტორ 26“-ში წაიყვანა, რომლის მენეჯერი ამჟამად, სალომე ბაკურაძის მეუღლე, ტელეპროდიუსერი ლაშა ბასლანძეა. სწორედ ლაშას „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდა ლაივვიდეოები, საიდანაც გამოჩნდა, როგორ „დაიმხეს თავზე“ […]

შორენა ბეგაშვილმა ახალი ვარცხნილობა მოირგო – „ლორენ ჰილს ჰგავხარ“

შორენა ბეგაშვილი დასვენების დღეებს შავი ზღვის სანაპიროზე ატარებს. სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს სხვადასხვა ადგილიდან. შორენა, ძირითად დროს, აუზზე ატარებს. ახლახან აუზზე მყოფმა ფოტო გადაიღო და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა. ტელეწამყვანს იმიჯის შეცვლა გადაუწყვეტია და თმა დაიხვია. ასეთ დახვეულ თმაში ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მსახიობს კომპლიმენტებით ავსებენ და წერენ, რომ მას ყველაფერი უხდება. „ლორენ ჰილს ჰგავხარ“, […]

რეკლამა