დღის ფოტო – ლელა წურწუმია და ნინო ქათამაძე რუსა მორჩილაძის საღამოზე

0
3032

4 ივნისს, „ოტიუმში“ რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მთელი ქართული შოუბიზნესი დაესწრო და არა მხოლოდ დაესწრო, არამედ ყველა მათგანმა იმღერა კიდეც. ლელა წურწუმიას, აჩიკო მეფარიძეს, ნინო ქათამაძეს, „ქუჩის ბიჭებს“, სულ მცირე, ერთი სიმღერა მაინც აქვთ რეპერტუარში, რომელიც რუსა მორჩილაძის დაწერილია.

„ფეისბუქზე“ ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ საღამოზეა გადაღებული. მხიარულ ფოტოზე ლელა წურწუმია და ნინო ქათამაძე არიან გამოსახულნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here