დღეს ქართულ კინოთეატრებში „შეუსრულებელი მისია 6“-ის პრემიერა გაიმართება

0
1243

26 ივლისს, მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, „კავეა ისთ ფოინთში“ გაიმართა ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის „შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა“ პრემიერა.

პირველი ნაწილის გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ “შეუსრულებელი მისია” კინოეკრანებზე ბრუნდება.

საკულტო ფილმის  რიგით მე-6 ნაწილში კვლავ ვიხილავთ ყველასათვის საყვარელ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ტომ კრუზს, რომელსაც მსოფლიოს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა იმისათვის, რომ ფილმში  ყველა ილეთი  მას შეესრულებინა დუბლიორის გარეშე. მან შეძლო და სპეციალურად ამ როლისთვის ისწავლა  ვერტმფრენის პროფესიონალურად მართვა, რათა სპეცეფექტები ფილმში მინიმალურად ყოფილიყო გამოყენებული.

კრუზთან ერთად ფილმში მონაწილეობენ:

რებეკა ფერგიუსონი, ჰენრი კავილი, მიშელ მონაჰენი, ვანესა კირბი, უეს ბენტლი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here