დღეს ნინო ჩხეიძის ახალი ბრენდის Nio-ს პრეზენტაცია გაიმართება

0
1738

6 ივნისს Rooms Hotel-ში მომღერალ ნინო ჩხეიძის  ახალი ბრენდის  Nio-ს პრეზენტაცია  გაიმართება. პრეზენტაციაზე  წარმოდგენილი  იქნება  ნინო  ჩხეიძის  მიერ  დამზადებული, ზაფხულის  სეზონისთვის  განკუთვნილი    17 ჩალის  ქუდი, რომლებიც მარგალიტებითა და ფერადი ქვებითაა გაწყობილი. ნინო ჩხეიძემ ზაფხულის კოლექციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზამთრის კოლექცია მთლიანად გაიყიდა. პრეზენტაციის დროს გაიმართება აუქციონი და Nio-ს ბრენდის სამი ქუდი გაიყიდება. შემოსული თანხა კი მთლიანად იმ ნიჭიერი ადამიანების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, მაგრამ საჭირო მასალის შეძენას ვერ ახერხებენ. მომღერალმა თავისი ხელით დამზადებული ქუდების ზამთრის კოლექციას ხვადასხვა სატელევიზიო შოუში და სოციალურ ქსელებში უკვე წარმოადგინა და მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ნინო ჩხეიძის დაბადების დღეა და მომღერალმა გადაწყვიტა, სწორედ ამ დღეს ბრენდის პრეზენტაცია ქველმოქმედებისთვის მიეძღვნა. როგორც მომღერალი აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ.

ღონისძიებას, რომელიც Rooms Hotel-ში 6 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება, საზოგადოებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად დიზაინერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here