დღეს მთაწმინდის პარკში “ოქროს ტალღა” გაიმართება

დღეს მთაწმინდის პარკში “ოქროს ტალღა” გაიმართება

დღეს, 20 ივნისს, საღამოს შვიდ საათზე მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია “ოქროს ტალღა” გაიმართება.

დაჯილდოვების ცერემონიაზე 17 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური დაასახელებს.

კონკურსში წლის განმავლობაში “არ დაიდარდოში”, “ფორტუნაში”, “ფორტუნა პლუსსა” და “ავტორადიოში” შესული 125 სიმღერა მონაწილეობს. ეს ორჯერ მეტია წინა წელს მონაწილე სიმღერების რაოდენობაზე.

წელს რადიო “ფორტუნას” 20 წლის იუბილე აღინიშნება. მთაწმინდის პარკში მისულ სტუმრებს არა მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონია, არამედ ავთერფართიც ელის, ფრანგული ჯგუფის “მოჯოს” სოლისტ იან დესტალთან და ბენდთან ერთად.

წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი პრემია გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე და ნიაზ დიასამიძე.

“ოქროს ტალღა” რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ” დააფუძნა. ის უკვე მეოთხეს ტარდება და ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

სიახლეები/

|

June 20, 2017 / 12:17 pm

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

როგორ დაუკრეს იან დესტალმა და ნიაზ დიასამიძემ ერთად „Lady“ (ვიდეო)

„მოჯოს“ სოლისტის, იან დესტალის საქართველოში ჩამოსვლას და მის მონაწილეობას „ოქროს ტალღაზე“ „კურიერი პ.ს.“-მა სიუჟეტი მიუძღვნა. „წელს მას საპატიო როლი მისცეს – „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერის ავტორი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენს ქვეყანას ის სისტემატურად სტუმრობს, ძალიან უყვარს აჭარაში დასვენება და ქართველ მუსიკოსებთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება. როგორც […]

„იქს ფაქტორი“ „ოქროს ტალღაზე“ სოფო ნიჟარაძისა და სტეფანეს გამარჯვებას აღნიშნავს

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

„ეს არის ჩვენი „გრემი“ – „ოქროს ტალღის“ ყველა საინტერესო დეტალი

20 ივნისს, მთაწმინდის პარკში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ გაიმართა. ამ კონკურსს უკვე აქვს ოთხწლიანი ისტორია და თავისი გამარჯვებულები, რომლებსაც კიდევ 17 კატეგორიაში დასახელებული რჩეულები შეემატნენ, მათ შორის წლის სიმღერის ჯილდოს მფლობელი სტეფანეცაა, რომელსაც ეს ტიტული სიმღერამ „დამიბრუნდი“ მოუტანა. გამარჯვებულებს შორის არიან სოფო ნიჟარაძე (წლის საუკეთესო მომღერალი ქალი), ნოდიკო ტატიშვილი (წლის […]

„არ გაბედოთ გაჩერება!..“ – „ოქროს ტალღა“ და პოზიტიური შეფასებები, რომლებიც მუსიკალურ კონკურსს მოჰყვა

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წელს უკვე მეოთხედ გამართა წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“, რომელმაც კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის სიმღერად სტეფანეს „დამიბრუნდი“ დაასახელა, ასევე გამოავლინა კიდევ 16 კატეგორიაში გამარჯვებულები. ღონისძიების იდეის ავტორსა და ორგანიზატორს, ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს საღამოს დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი დარჩა „ოქროს ტალღის“ წლევანდელი საღამოთი. თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი: მინდა […]

წლის სიმღერის ტიტული სტეფანე მღებრიშვილის კომპოზიციამ მოიპოვა – ნახეთ „ოქროს ტალღის“ რჩეულთა სრული ჩამონათვალი

20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია გამართა – „ოქროს ტალღა“ წელს მეოთხედ გაიმართა და ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. კონკურსში მონაწილეობას 125 სიმღერა იღებდა, რომელთაგან რჩეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, ხალხის რჩეული „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა. „ფორტუნას“ ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ […]

რეკლამა