დევიდ ლინჩი ქართველ თაყვანისმცემლებს 20 ნოემბერს თბილისში შეხვდება

დევიდ ლინჩი ქართველ თაყვანისმცემლებს 20 ნოემბერს თბილისში შეხვდება

ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი 20 ნოემბერს ქართველ თაყვანისმცემლებს კლუბში „ხიდი“ შეხვდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია“ ავრცელებს, რომელსაც რეჟისორი და მუსიკოსი, გიგა აგლაძე ხელმძღვანელობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, შეხვდეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორ დევიდ ლინჩს, რომელიც გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას კინოინდუსტრიაში და ისაუბრებს შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით“.

შეხვედრა ხუთ საათზე დაიწყება და რვის ნახევრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე გაიგზავნება შეზღუდული რაოდენობის მოსაწვევები, რომლის პასუხსაც მიიღებთ 16 ნოემბერს, მეილზე.

 

 

სიახლეები/

|

November 14, 2017 / 1:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

ქართველმა არგენტინაში გამართულ ტანგოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

ლევან გომელაურმა, მეწყვილესთან, სესილია აკოსტასთან ერთად, არგენტინაში გამართულ ტანგოს კონკურსზე, მეორე ადგილი, მცირედი ფულადი ჯილდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი მოიპოვა. ამის შესახებ თავად წერს სოცქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს. გთავაზობთ სტატუსს: “გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, ჩვენთვის ახალი გამოცდილება და მიღწეული წარმატება. პირველ რიგში, გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა ხულიოს, კორდობაში ჩვენი გაკვეთილების დაორგანიზებისთვის და ყველა ორგანიზატორს გამოჩენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

დევიდ ლინჩი ქართული სიმღერითა და კერძებით აღფრთოვანდა – „საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ხელოვნების სიყვარული ჰაერში ტრიალებს…“

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, დევიდ ლინჩი უკვე მესამე დღეა, საქართველოშია. ის თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა, სადაც თავისი ფონდის ეგიდით შეხვედრები გამართა. საქართველოში ის უკვე შეხვდა ქვეყნის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს და მათთან კინოსკოლის დაფუძნებაზე ისაუბრა. ლინჩი ასევე ეწვია ანსამბლ „ერისიონს“, მოისმინა ქართული სიმღერა და ნახა ცეკვა, რითაც აღფრთოვანებული დარჩა, […]

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის ორგანიზებით 18 ნოემბერს ჩამოვა. 20 ნოემბერს მას სტუდენტებთან შეხვედრა ექნება, სადაც ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ ლექციას ჩაატარებს, იმავე საღამოს კინო „ამირანში“ „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებასაც დაესწრება. დევიდ ლინჩი საქართველოში თავისი ფონდის წევრებთან ერთად ჩამოდის. ახლახან გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც ის ქართველ თაყვანისმცემლებს ესალმება. დევიდ ლინჩი აღნიშნავს: […]

დევიდ ლინჩი საქართველოს ოთხი დღით ეწვევა – რა პროგრამა აქვს ცნობილ რეჟისორს

18 ნოემბერს საქართველოში ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ჩამოდის. ჩვენს ქვეყანას ეწვევა ასევე დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ როთი. აღსანიშნავია, რომ ეს დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, სადაც მისი ფონდის წარმომადგენლობა დაარსდა. დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა. ფონდი საქართველოში 2017 წლის 25 ივლისს დაფუძნდა და […]

რეკლამა