დემნა გვასალიას პოდიუმი, რომელიც მეგრული ქორწილის სუფრას ჰგავდა (ფოტოები)

დემნა გვასალიას პოდიუმი, რომელიც მეგრული ქორწილის სუფრას ჰგავდა (ფოტოები)

თაკო ჩხეიძე, როგორც ჟურნალ „ნარგისის“ წარმომადგენელი, პარიზის მოდის კვირეულს დაესწრო, სადაც დემნა გვასალიას ბრენდის „ვეტმანის“ ახალი კოლექციის ჩვენება იყო დაგეგმილი. თაკომ თავის „ფეისბუქ“-გვერდზე, ასევე ჟურნალმა – საკუთარზე, გამოაქვეყნეს ფოტოები ჩვენებიდან, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მოდის სამყაროში. ძალიან პერსონალური კოლექცია დემნა გვასალიამ საკუთარ სამშობლოს, მოგონებებსა და დიდ ტკივილს მიუძღვნა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევას უკავშირდება.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, დიზაინერმა პოდიუმი მეგრული ქორწილის ფურას დაამსგავსა და გარშემო სკამებიც შემოუწყო. დემნა გვასალიამ თბილისში თაკო ჩხეიძის „ჯეომოდელსიდან“ მარტში საიდუმლოდ შეარჩია 20 მოდელი, რომლებმაც მისი კოლექცია პარიზში აჩვენეს. სპორტდარბაზები, სამხატვრო თუ თეატრალური აკადემია და ქუჩები კასთინგის მთავარ ლოკაციად იქცა. საბოლოოდ შერჩეულმა 20-მა ქართველმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც ჟურნალი წერს, თაკო და დემნა წლებია მეგობრობენ და თაკოს ეკუთვნის წარწერა ბოლო ზარის მაისურზე: „გილოცავ, მრავალს დაესწარი!”.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

July 3, 2018 / 12:46 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

„მადლობა, Georgia, you were amazing!”- ვაიქლეფ ჟანი ქართველი მელომანებით აღფრთოვანებული დარჩა

უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფი “Destiny’s child” და კიდევ არაერთი ვარსკვლავი, რომელთანაც უთანამშრომლია –  ბათუმის ჯაზფესტივალის რიგით მე-3 დღის სტუმარი ვაიქლეფ ჟანი იყო.  გუშინ საღამოს ბათუმის კორტების სცენაზე საოცარი ზეიმი შედგა. სცენაზე გაჯაზება ვაიქლეფმა მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული „მრავალჟამიერი“ გაარემიქსა და ამით მან პირველი მუხტი მოიტანა, რომელიც კონცერტის ბოლომდე არ განელებულა. პირველი კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც ვარსკვლავმა […]

ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა. სანამ ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

რუსული „ვოგის“ ვიდეოს დემნა გვასალიას ახალ კოლექციაზე რუსების უკმაყოფილება მოჰყვა

დემნა გვასალიამ თავისი ახალი კოლექციით, რომელიც საკუთარი ბრენდისთვის „ვეტმანი“ შექმნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში. როგორც იცით, კოლექცია გვასალიამ ქართველების გენოციდს მიუძღვნა. შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელსაც კოლექციაზე დატანილი შტრიხკოდის საშუალებით გადაჰყავხართ გვერდზე, სადაც მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ქართველთა გენოციდის შესახებ… რუსულმა „ვოგმა“ „ვეტმანის“ ახალი კოლექციის ვიდეო შემდეგი სათაურით ოფიციალურ „ფეისბუქ-“გვერდზე გამოაქვეყნა: „დრამა! დრამა! დემნა […]

დემნა გვასალიამ რუსეთის პასპორტიანი ფეხსაცმელებიც შექმნა (ფოტო)

„უმაგრესმა დემნამ თავის საქმეში გადაუარა რუსეთს! ამოაცვა მთელ მსოფლიოს რუსის წითელი ჩექმა პასპორტებიანად და სერიოზულად დასცინა რუსეთის მოქალაქეობას. კარგი პოლიტიკოსიც ყოფილა ამასობაში!“ – აღნიშნავს ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში დემნა გვასალიას რუსეთის პასპორტებიანი ჩექმების გაზიარებისას. დემნას ამ ნაბიჯმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოში, ზოგი ფიქრობს, რომ დიზაინერმა „ვეტმანის“ ახალ კოლექციაში რუსეთის პასპორტებიანი ჩექმების შექმნით რუსეთს დასცინა, ზოგი […]

ქრისტინე იმედაძეს დემნა გვასალიამ იდეა მოპარა?! – „ესეც ჯერ ჩვენი იყო…“

ქრისტინე იმედაძემ მცირე ხანია, რაც საკუთარი სამოსის ბრენდი „სამი“ შექმნა. ის კოლექციებს აკეთებს როგორც ქალებისთვის, ასევე პატარა გოგონებისთვისაც. ქრისტინე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს, სადაც მისი ნამუშევრებია გამოსახული. მომღერალმა ახალხან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს. […]

დემნა გვასალია: „არ ვფიქრობ, რომ ელეგნატურობა მნიშვნელოვანია…“

„გარდიანი“ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ: 36 წლის ქართველი, Balenciaga’s კრეატიული დირექტორი, ტრადიციული სტანდარტული მოდით დაიღალა და ფანტაზიას მართლაც არნახული გასაქანი მისცა. რა იქნება შემდეგი, ამაზე საუბარიც კი ძალიან რთულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რატომ არის დემნა პარიზის ყველაზე ცხელი დიზაინერი, უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც კი აქამდე ამ ქალაქის შესახებ […]

თაკო ჩხეიძე დედის ზუსტი ასლია – ნახეთ ფოტო

როდესაც ამ ფოტოს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ მოდელი თაკო ჩხეიძე დედის ზუსტი ასლია. მცირე ხნის წინ მან დედასთან, ხათუნა ვაშაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე მიულოცა. სოციალურ ქსელში ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს, ვისგან ერგო ასეთი სილამაზე მემკვიდრეობით თაკოს. როგორც ის წერს, ყველაზე მზრუნველი, თბილი და სამართლიანი დედიკო ჰყავს.

რეკლამა