დემნა გვასალია საქართველოში ჟურნალისტად მუშაობდა (ფოტო)

0
1987

ashionHolics Online აქვეყნებს ცნობილი დიზაინერის, დემნა გვასალიასა ჟურნალისტობის დროინდელ ბარათს, სადაც ის კორესპონდენტადაა მითითებული. ბარათი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ არის გაცემული.

როგორც გვერდი წერს, დემნამ „ისწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზე, იმუშავა კორესპონდენტად, გამოვიდა დიზაინერი“.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ბოლო წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა დიზაინერმა, „ბალენსიაგასა“ და საკუთარი ბრენდის „ვეტმანისთვის“ შექმნილი გამორჩეული კოლექციებით, სადაც უამრავი რამ საქართველოში ცხოვრებისას მიღებული შთაბეჭდილებების ფონზე შეიქმნა. დღეს მსოფლიო ვარსკვლავები ქართული წარწერებით დამშვენებულ სამოსს სწორედ დემნა გვასალიას დამსახურებით ატარებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here