დავით კიკნაველიძე საერთაშორისო კინოფესტივალების დაპყრობას აპირებს

0
1862

27 წლის დავით კიკნაველიძემ „ნიჭიერის“ ჟიური ანიმაციით მოხიბლა. ის მხატვარია და აპირებს საკუთარი ნამუშევრებით მალე მსოფლიოს გააცნოს თავი. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ახალი ანიმაციური ფილმის „გენოს“ ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელიც მოკლე დროში გახდა პოპულარული. როგორც გაირკვა მისი ავტორი სწორედ დავით კიკნაველიძეა.

– ბავშვობიდან მიყვარდა ანიმაციური ფილმები, დიდი ინტერესით ვუყურებდი. ერთ დღესაც, გავიგე რომ ეს ანიმაციური გმირები ციდან არ ცვიოდა და ვიღაც ხატავდა, ამიტომ დავინტერესდი როგორ გავაკეთებდი ამ საქმეს. მაშინ ინტერნეტი არ იყო და რთული იყო ყველაფრის შესწავლა, მაგრამ მაინც ვახერხებდი. შემდეგ ინტერნეტიც გაჩნდა, განვითარდა ტექნოლოგიები და ახლა საკუთარი ანიმაციური სტუდია მაქვს.

– „ნიჭიერში“ რატომ მოხვედით?

– პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღება. მიხარია რომ დადებითად შემაფასა ჟიურიმ. შემდეგ ტურში უფრო საინტერესო ნომერს წარმოვადგენ. ამის პარალელურად უკვე დავასრულე მუშაობა ანიმაციურ ფილმზე „გენო“, რომელიც მინდა მსოფლიო ფესტივალებზე გავიტანო.

– „გენოს“ ტრილერი საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტში, რისი თქმა გინდათ ამ ანიმაციით?

– კი, უკვე დიდი გამოხმაურება აქვს. ეს არის ბაყაყი, რომელსაც ჰქვია გენო. ის ცხოვრობს პატარა გუბეში, რომლის გარშემოც დიდი ქალაქი შენდება და გუბე უფრო და უფრო პატარავდება. სოციალური სახის ანიმაციაა, რომელიც ეკოლოგიის პრობლემას ასახავს.

mxatvari

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here