დათუნა ლაზარიშვილი “ვეროვიზიის“ ჟიურის წევრი იყო

დათუნა ლაზარიშვილი “ვეროვიზიის“ ჟიურის წევრი იყო

ცნობილი მშობლების შვილი – მომღერალი დათუნა ლაზარიშვილი „ევროვიზიის“ ჟიურის წევრი იყო.

ინფორმაცია დათუნას დედამ, კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: “ევროვიზიის ჟიურის ერთერთი წევრი ბრძანდებოდა ბატონი დავითი :)) რას მოვესწარიიიი “- წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიას, მალტამ უმასპინძლა და კონკურსის გამარჯვებული საქართველო, მესამედ გახდა.

წლევანდელ კონკურსანტებს ჟიური, სხვადასხვა ქვეყნებიდან აფასებდა და მათთან ერთად შემფასებლები, მუსიკალური გამოცდილების მქონე ბავშვებიც იყვნენ. როგორც ჩანს, დათუნა ლაზარიშვილიც სწორედ ამ ბავშვებში აღმოჩნდა.

სიახლეები/

|

November 21, 2016 / 3:01 pm

TOP სიახლეები

როგორ ეხმაურებიან ეკა ყურშიტაშვილის ინტერვიუს ცნობილი ადამიანები?

ეკა ყურშიტაშვილის "მიუზიკ ბოქსისთვის“ მიცემულ, სატელევიზიო ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერვიუში ყურშიტაშვილმა ყოფილ შეყვარებულზე ისაუბრა, რომელსაც დაშორდა. საზოგადოების გაღიზიანება ყურშიტაშილის მიერ, ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია: "მეგრელად რომ იბადები უკვე გეშლება“ - განაცხადა მან ინტერვიუში. ვნახოთ როგორ ეხმაურებიან მის ინტერვიუს ცნობილი ადამიანები.

ნინი ცნობილაძემ უკრაინელი ჟიური ისევ გააოცა (ვიდეო)

მომღერალი ნინი ცნობილაძე უკრაინულ "ახალ ხმაში“ იღებს მონაწილეობას. ის მეორე ტურში მოხვდა, თუმცა ჟიურის გაოცებას მაინც ახერხებს. ნინიმ პროექტის მეორე ტურში, ელმირა პანამავერასთან ერთად "Lost on you“ იმღერა.

რა ფოტოები გაუვრცელეს ლევან ჯიბღაშვილის საცოლეს?

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ცოტა ხნის წინ, ბათუმელ ნინიკო ნაცარიშვილზე დაინიშნა. წყვილი ახლა ქორწილისთვის ემზადება. ნინიკო ნაცარიშვილი ლევანთან შეხვედრამდე დაქორწინებული იყო, მისი მეუღლე ფეხბურთელი, გიორგი ჩელებაძე გახლდათ. გიორგიმ და ნინიკომ 3 წლის წინ იქორწინეს, თუმცა მალევე დაშორდნენ. სოციალურ ქსელში მათი ქორწინების ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობენ, რომ ჩელებაძეს ნინიკო დღემდე უყვარს და ვერ ივიწყებს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

წელს საბავშვო “ევროვიზია” საქართველოში გაიმართება

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე.

რა გეგმები აქვს “საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებულ მარიამ მამადაშვილს?

საქართველო "საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსზე წელს ჩვენი ქვეყნის სახელით, მარიამ მამადაშვილმა იმღერა. მარიამი ათი წლის არის და ამერიკაში ცხოვრობს. "საბავშვო ევროვიზიის“ სიმღერა მარიამს, გიგა კუხიანიძემ დაუწერა, სასცენო ჩაცმულობაზე კი მარიკა ქურთუბაძემ იზრუნა. შეგახსენებთ, რომ საქართველო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული მესამედ გახდა. „მიუზიკ ბოქსი“ "ევროვიზიის“ პროდუსერს, ნათია უზნაძეს მალტაში დაუკავშირდა.

“საბავშვო ევროვიზიას” საქართველო დახურავს

საბავშვო ევროვიზიის მე-14 კონკურსზე, საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. საბავშვო ევროვიზიას წელს მალტა მასპინძლობს. მარიამი კონკურსზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „მზეოს“ წარადგენს. მომღერალი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მალტაზე 2 დღის წინ გაემგზავრა. გაირკვა, რომ მარიამ მამადაშვილი კონკურსზე მე-17 ნომრად იმღერებს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპოზიტორი, გიგა კუხიანიძე წერს. „ევროვიზიის კონკურსის ბოლო ნომერს საქართველო წარადგენს. მარიამი დახურავს კონკურსს“ - წერს კომპოზიტორი.

ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე?

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. კონკურსანტი ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. საკონკურსო სიმღერაზე, მარიამ მამადაშვილთან ერთად, კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა.

ბექა გოჩიაშვილმა დათუნა ლაზარიშვილთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო! – “დიდი ტალანტია!“

დათუნა ლაზარიშვილმა უკვე დაიწყო ბექა გოჩიაშვილთან ერთად მუშაობა. ვიდეოები, სადაც ცნობილი პიანისტი და პატარა მომღერალი რამდენიმე კომპოზიციას გადიან და ერთმანეთს მუსიკალურად ეცნობიან, დათუნას დედამ, კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. ამ ვიდეოებს უკვე მოჰყვა აღფრთოვანებული კომენტარები, რომელთა შორისაა სტენლი კლარკის პიანისტის, ქამერონ გრეივსის შეფასება: "ეს ბიჭი ძალიან მაგარია!..“ და მაილს დევისი დრამერის, ლენი უაითის მოსაზრებაც: "მკვლელია! დიდი ტალანტია!..“

რეკლამა