დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოში უჩივლებს

დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოში უჩივლებს

„სახის“ ვარსკვლავი 14 მაისს ფილარმონიის წინ გაიხსნა. ამის მიუხედავად, დათო ოქიტაშვილი, რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ჯგუფისთვის ვარსკვლავის გახსნას, ამ საკითხის განხილვას საკრებულოში აპირებს.

ბოლო დღეების განმავლობაში „სახის“ ვარსკვლავთან დაკავშირებით დათო ხუჯაძე და დათო ოქიტაშვილი ერთმანეთს მწვავე განცხადებებით დაუპირისპირდნენ. ხუჯაძის თქმით, დათო ოქიტაშვილისთვის ვარსკვლავების გახსნა კომერციული პროექტია, მაგრამ მხოლოდ მას ამისი უფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. დათო ოქიტაშვილი კი ამბობს, რომ ვარსკვლავს შესაბამისი კომისიების დასკვნის საფუძველზე ხსნის.

გარდა ამისა, კულტურის პალატის ხელმძღვანელი აპირებს, დათო ხუჯაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში შეხვდეს.

ამის შესახებ მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„იქნებ, „ვარსკვლავოსანი“ ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს, ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. აუყვანეთ იურისტი, იქნებ, ამეცადინოს სად რა უნდა თქვას, ვატყობ, სასამართლოში მოუწევს თავის მართლება, შეხვედრამდე, დათუნა“

სიახლეები/

|

May 15, 2017 / 12:53 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ინაურის პოსტი, სადაც ის ორი რუსი გოგონას შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მუშაობენ, ტურისტები ჩამოჰყავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვერ იტანენ და ამას სოცქსელში სხვადასხვა პოსტით ხშირად გამოხატავენ. ელენე აღნიშნავს: „გოგოები რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ კერძო ბიზნესი, პარალელურად ვერ იტანენ საქართველოს, ვერ იტანენ ქართველებს და არ აღიარებენ საქართველოს […]

გიორგი სურმავა: „მე რომ არ გამოვჩენილიყავი, დოჩის ქმარი გიორგი ლიფონავას უნდა ეთამაშა…“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დოჩი ალიშბაიას ქმრის, ტონი ოჩიგავას როლს ფოთში მცხოვრები მსახიობი, გიორგი სურმავა ასახიერებს. გიორგისთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა, რომელთანაც ჰყვება, როგორ დაამტკიცეს დოჩის საქმროს როლზე. როგორც გიორგი აღნიშნავს, ის რომ არა, ტონი ოჩიგავას როლის მორგება „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს, გიორგი ლიფოანასვ მოუწევდა… გიორგი სურმავა: „ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა…. (ვრცლად/ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დათო ხუჯაძეს აქტიური ქალები არ მოსწონს – „მირჩევნია, ქალი მე შევაბა…“

დათო ხუჯაძემ „პროფილში“ აღნიშნა, რომ ურთიერთობა ინტელექტუალურ ქალებთან ურჩევნია, ხოლო სექსით დაწყებულ ურთიერთობას სერიოზულად არ აღიქვამს. დათო ამბობს: „მირჩევნია, ქალი მე შევაბა, ვიდრე იმან, მაგრამ სიმპათიაც უნდა დავინახო მისგან, ისე აზრი არ აქვს. აქტიურობა რომ გამოიჩინოს, ჩემთვის ეს ოდნავ სხვაგან მიდის, ვიცი, რომ როგორც უცებ დაიწყება, შეიძლება, ისევე უცებ მორჩეს. თუ სერიოზულ რამეზე მიდის საუბარი, […]

“ფორტუნა პლუსს” დღეს 17 წელი შეუსრულდა!.. – ცნობილი შემსრულებლების მილოცვები

უახლესი ჰიტების ტალღა, „რადიო „ფორტუნა პლუსი“ დღეს, 1-ელ სექტემბერს, 17 წლის გახდა!.. რადიოს, რომელსაც გახსნის დღიდან მსმენელი არ მოჰკლებია, დაბადების დღეს მთელი დღის განმავლობაში ულოცავენ ცნობილი ადამიანები. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რადიო, რომლის ეთერიც ყოველთვის მზადაა, დრო დაუთმოს ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების უახლეს ენერგიულ კომპოზიციებს, მუდმივად ვითარდება და ახალ მსმენელს იძენს. ჩვენ რამდენიმე მუსიკოსს დავუკავშირდით, […]

„სახე“ საქართველოში ტურნეს იწყებს

„სახის“ კონცერტები მალე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურის ერთ-ერთი მენეჯერი, რეზი ახრახაძე ავრცელებს. როგოც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „სახის“ ფილარმონიაში გამართული კონცერტის შემდეგ რეგიონებიდან ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა, თავადაც გაუჩნდათ ამის სურვილი. კონცერტები უკვე დაგეგმილია – 20 აგვისტოს „სახე“ ბენდთან ერთად ესტუმრება ბათუმს, სადაც კონცერტს, ზუსტად ფილარმონიაში 20 წლის იუბილილეზე გამართული ღონისძიების […]

გოგა ხაჩიძეს “სახეში” კახაბერი ჩაანაცვლებს

20 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი "სახე" თაყვანისმცემლების წინაშე, გუშინ პირველად წარსდგა. 90-იანი წლების პოპულარული ჯგუფის კონცერტმა, წლების შემდეგაც ანშლაგით ჩაიარა. კონცერტზე მონაწილეობა არ მიიღო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გოგა ხაჩიძემ.

ანრი ჯოხაძე და დათო ხუჯაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სად გადის ზღვარი იუმორსა და დამცირებას შორის? ასეთი სათაურით გავრცელდა გადაცემა "პრაიმ შოუს" ანონსი. პრომოში ნათლად ჩანს, რომ ერთთმანეთს ანრი ჯოხაძე და დათო ხუჯაძე უპირისპირდებიან. გადაცემის თემა რუსულ შოუბიზნესში წასული მომღერლები თუ მსახიობები არიან. შეგახსენებთ, რომ გადაცემა "პრაიმ შოუმ" სულ ახლახანს დაიკავა იმედის ეთერი და უკვე საკმაოდ დიდი რეიტინგიც აქვს. მისი წამყვანები შოუ ბიზნესის ყველასთვის ცნობილი წარმომადგენლები არიან.

რეკლამა