დათო გომართელი: „ქალებს უფრო ვენდობი, ისინი უფრო ერთგულები აღმოჩნდნენ…“

დათო გომართელი: „ქალებს უფრო ვენდობი, ისინი უფრო ერთგულები აღმოჩნდნენ…“

„პროფილის“ ახალი გადაცემა დათო გომართელის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. წამყვანთან პირისპირ მომღერალმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმაზეც, როგორ იყო მექალთანე და რატომ ენდობა უფრო მეტად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

დათო გომართელი:

რა თქმა უნდა, ვიტყვი პირდაპირ, რომ ქალი უნდა იყოს, პირველ რიგში, ჭკვიანი და ფიზიკური მონაცემებიც უნდა ჰქონდეს. ეს არის იდეალური ვარიანტი. ფორმულა არ მაქვს, ცისფერთვალება, ქერა, მაღალფეხებიანი…

ვიყავი მექალთანე, ვერ დავმალავ ამას (იღიმის). გააჩნია, რას ვეძახით ამას, ვიყავი ადამიანი, რომელსაც უყვარდა ქალბატონებთან ურთიერთობა უფრო მეტად. საერთოდ, ქალბატონებთან უფრო გახსნილი ვარ, რადგან მათი უფრო მჯერა. მათ უფრო ვენდობი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გავიარე და ვნახე, ქალები უფრო ერთგულები აღმოჩნდნენ…

სიახლეები/

|

February 9, 2018 / 1:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დიზაინერი მეგი გაბუნია მილანში “White show”-ზე იმყოფება

“White show” მილანში მნიშვნელოვანი გამოფენაა მოდის ინდუსტრიაში, სადაც ჩამოდიან მსოფლიოდან ცნობილი ბაიერები. გამოფენაზე იმყოფება დიზაინერი მეგი გაბუნია, კოლექციით „უნისექსი“. მეგი გაბუნიას ექსკლუზიური კომენტარი : „მილანში ერთ-ერთმა ცნობილმა ბაიერმა ნახა ჩემი სამოსი, რის შემდეგაც მიმიწვიეს “WHITE SHOW”-ში,  ყველა დიზაინერის ოცნებაა ამ შოურუმში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ბაიერები ინტერესდებიან კოლექციით და ასევე ჩემი წარმომავლობით, ჩემთვის საამაყოა […]

„ჩცდ“-ს მე-12 სეზონი სრულდება – როდის განახლდება სერიალის ჩვენება

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. […]

„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს. ეთუნა ინწკირველი: ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

კლასიკური სიმღერების პოპური დათო გომართელისა და „შვიდკაცასგან“ (ვიდეო)

„იმედის დღეში“ დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ მიიწვიეს. მათი არაერთი ერთობლივი ნამუშევარი გავხსოვს. დიდი ხნის მეგობრებმა კიდევ ერთი კოლაბორაცია შემოგვთავაზეს. მათ ცნობილი კლასიკური სიმღერები პოპურში გააერთიანეს და ერთი კომპოზიცია შემოგვთავაზეს. მათმა ახალმა ნამუშევარმა „იმედის“ წამყვანების მოწონება დაიმსახურეს. ისინი ცნობილ მელოდიებს სიამოვნებით აჰყვნენ თავადაც. ვიდეო

დათო გომართელმა ახალი კლიპი სეიშელის კუნძულებზე გადაიღო

დათო გომართელი იმ ქართველ შემსრულებლებს შორისაა, რომლებიც წლების განმავლობაში არ გაჩერებულან. სულ წერდა ახალ სიმღერებს და კონცერტებიც მუდმივად ჰქონდა. ახლა თურქეთში იმყოფება, სადაც  კონცერტისა და ახალი კლიპის პრეზენტაციისთვის ემზადება. დათო გომართელს ექსკლუზიურად დავუკავშირდით ახალი ამბების გასაგებად. ვრცლად

“არ გიშველით საზღვარგარეთ შვილების გადამალვა”

დათო გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. "ორი დღეა, დავდივარ თბილისის დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში. თუ გინახავთ, სად ვცხოვრობთ ან რას ვსუნთქავთ? პლასტიკური ბოთლები, შინაური ცხოველების განავალი, ქაღალდები.

დათო გომართელი: „არ გიშველით საზღვარგარეთ შვილების გადამალვა…“

დათო გომართელი „ფეისბუქზე“ ხშირი სტატუსებით არ გამოირჩევა. ახლახან მან სოცქსელში განათავსა პოსტი, სადაც იმ გარემოს დაბინძურებაზე საუბრობს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მომღერალი აღშფოთებას გამოხატავს. „!!!! ორი დღეა, დავდივარ თბილისის დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში. თუ გინახავთ, სად ვცხოვრობთ ან რას ვსუნთქავთ? პლასტიკური ბოთლები, შინაური ცხოველების განავალი, ქაღალდები. ავტომობილები სადაც უნდა, იქ დადიან და სადაც უნდა, იქ აჩერებენ. […]

დათო და დაშა გომართელები – მამა-შვილის იდილია

დათო გომართელი გადაღებაზე Innova Cafe-ში თავის ქალიშვილთან, დაშასთან ერთად გვესტუმრა. დაშა ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტური გოგონა აღმოჩნდა, კარგად დაათვალიერა კაფის ყველა ადგილი, ეზოშიც გაიხედა, ციყვის დანახვაზე კი გახარებულმა გვაუწყა, რომ სურს, "ცხოველების ექიმი“ გამოვიდეს…

რეკლამა