დათო აბზიანიძე: „ეს ანდერგრაუნდ ელიტა გვეშაირება, თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლისთავზე რუსებთან ჩასვლა იქაური სისტემის ნგრევაა…“

0
2106

ბლოგერი დათო აბზიანიძე, რომელიც „ბასიანის“ აქტიური დამცველი გახლდათ, კლუბის მიერ მოსკოვში დაგეგმილ ივენთზე მონაწილეობის გამო, მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა და სოციალურ ქსელში არაერთი მწარ შენიშნითაც გამოვიდა კლუბის მისამართით, რის გამოც ის „ბასიანის“ დახუული ჯგუფიდან გამოაძევეს და არც კლუბში შეუშვეს, მას ვერიფიკაცია გაუუქმეს.

დათო აბზიანიძე წერს:

როგორც აღმოჩნდა, მაჭახელასა და სოფლის დუქნებზე დაცინვა მაგარი იოლი პონტია, დინამოს ეკლესიაზე გალაშქრება კი ტეხავს. ბოლო დღეებმა უკეთ დამანახა, თუ რა ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო, რომლის საჯარო პოზიციები მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც დახურულ კარს მიღმა მეგობრული საუბრისას ჩაგჩურჩულებენ.

აგერ, ზოგი მამალი აქტივისტი მანიაკი აღმოჩნდა და მუხლებში დამტვრევით მემუქრებოდა. სისტემის მტვრეველი არტისტები „რაკამ“ დაყენებით. ხოდა ელიტებთან ბრძოლაში, თვითონვე ხომ არ გადაიქცნენ ესენი ამასობაში ელიტად? ეს ანდერგრაუნდ ელიტა კი ახლა გვიზის და გვეშაირება, რომ თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლის თავზე რუსებთან ჩასვლა და ვინილზე ნემსის დადება იქაური სისტემის ნგრევაა.

განა რუსეთუმეები არიან და მაგიტომ აკეთებენ ამას, რა თქმა უნდა, არ არის ეგრე. ერთი მთავარი პრობლემა აქვს მაგ ხალხს — არავის მოსმენა არ უყვართ. აქვთ ერთი კონკრეტული აჯენდა და ყველა კრიტიკული აზრი მათთვის მტრობაა. მაისის ამბებშიც დაადასტურეს ეგ, „კორკოტაზე უარესი ფაშისტები“ გვეძახეს, ვისაც გახარიას ეგრე დაშლილი აქცია არ მოგვეწონა.

მართლა უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები არ მაძლევდით საშუალებას, რომ რამეში საკუთარი თავი დამედანაშაულებინა. რთულია იმ სივრცის დაკარგვა, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს. მაგრამ ცუდი მეგობრის ყოლას, ისევ „დაუძინებელი მტერი“ მირჩევნია მყავდეს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here