დანგრეული ცნობილი ოჯახები

0
5474

ცნობილი ადამიანების ოჯახები, მუდმივად იქცევს ხალხის ყურადღებას. გრანდიოზული ქორწილების, რომანტიული სიყვარულის და ორიგინალური სიურპრიზების მიუხედავად, მათი ოჯახები, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს და მალე ინგრევა.

გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა

მათ ერთმანეთი ტელეშოუს, “ცეკვავენ ვარსკვლავების” დროს გაიცნეს, სადაც ისინი წყვილში ცეკვავდნენ. ერთმანეთის გაცნობამდე სალომესაც და გიორგისაც შეყვარებულები ჰყავდათ, პროექტის დასრულების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა . დიდი ხანი უარყოფდნენ  ბოლოს კი აღიარეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ და 2015 წელს, უკვე ორთვიანი თანაცხოვრების შემდეგ  სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. მათი ბედნიერება სამწუხაროდ დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზად ბევრი რამ დასახელდა, ასე მაგალითად გაჟღერდა სკანდალური ინფორმაცია ბაბეტას და გიორგის ფლირტის შესახებ,  თუმცა მათი დაშორების რეალურ მიზეზებზე  გიორგის და  სალომეს არ უსაუბრიათ.

ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინის რჩეული, წყალბურთელი ირაკლი კუტალაძე აღმოჩნდა. ირაკლი მოსკოვში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს – არბატზე ერთ-ერთი რესტორნის მმართველია.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, 2012 წლის 21 ოქტომბერს კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელიც მასმედიისთვის დახურული იყო.. ძალიან მალე ნინი და ირაკლი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ რაც ირაკლი კუტალაძემ ჟურნალ „თბილისელებში“ პირადი ცხოვრების დეტალები გააჟღერა, უთანხმოებაში მყოფი წყვილის ურთიერთობა უფრო დაიძაბა და მათ დაშორებას ხელი შეუწყო. შედეგად წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს, მათი დაშორებისთვის არც ნინის ორსულობას შეუშლია ხელი.

თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია

თიკა ჯამბურიას და ბექა ხოფერიას ერთმანეთი 7-წელი უყვარდათ, შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ ოჯახში გაუგებრობა მოხდა და ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დღეს კი ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ქორწილზე მთელი საქართველო საუბრობდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წყვილი იყო.  მათ პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივით მოხდა, მიუხედავად ყველაფრისა თიკას დედამთილთან მაინც კარგი ურთიერთობა აქვს.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე

თავის დროზე ლელა კილაძისა და გიგი უგულავას სიყვარულის ამბავზე, მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ლელა პირველ მეუღლეს გაშორებული იყო, გიგი კი სწორედ ლელას გამო დაშორდა პირველ ცოლს. ვინაიდან მაშინ თბილისის მერი იყო, ამ ინფორმაციას დიდხანს მალავდნენ, შემდეგ კი საზოგადოებას ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით გაუმხილეს, სადაც დაიბეჭდა ფოტორეპორტაჟი ლელა კილაძის დაბადების დღიდან, სადაც ჩანდა თუ როგორ ესტუმრა გიგი უგულავა ვარდების დიდი თაიგულით. წყვილი დაქორწინდა, ერთად დაიწყეს ცხოვრება და შეეძინათ ვაჟი, ალექსანდრე. მას შემდეგ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორები მათი დაშორების შესახებ. ლელა კილაძეს ხან ვისთან მიაწერდნენ რომანს და ხან – ვისთან. თავად ჭორებს არასდროს პასუხობდა და წყვილიც ერთად რჩებოდა 2014 წლამდე, როდესაც მისი მეუღლის დაჭერის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს ხვდებოდა…

გიგი უგულავას ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია მისი ცოლთან დაშორების შესახებ – „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი და ურთიერთშეთანხმებით მწიფდებოდა“.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და სოდ-ის ყოფილი უფროსი, ირაკლი კოდუა ერთმანეთს გაშორდნენ. ისინი ერთად 9 წელი ცხოვრობდნენ და ერთი შვილი – საბა ჰყავთ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოდუა საქართველოდან წავიდა, ნანუკა კი ქვეყანაში დარჩა, თუმცა ქმართან ხშირად ჩადიოდა.

“მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.

დაშორების გადაწყვეტილებაზე ნანუკა ასე საუბრობს: „დროთა განმავლობაში, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. მივხვდით, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის “ძმაკაცები” ვართ.

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, ჩვენს ურთიერთობაში რა აღარ იყო. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით, მასთან ჩავდიოდი, ყავას ვსვამდით, გადაწყვეტილება – მოდი, დავშორდეთ – ასე არ მიგვიღია. ხან ირაკლი ფიქრობდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გვეცადა, ხან მე ვფიქრობდი. ასე ხდებოდა, სანამ ორივე არ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here