„დამაავადეს, სიმღერა ლამის დამავიწყეს, კონცერტებიდან დამბლოკეს“

0
2162

მომღერალი ეკა კვალიაშვილი, შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლებს ეკუთვნის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ე.წ. შავ სიაში იყვნენ. ის ხმამაღლა გამოთქვამდა საკუთარ აზრს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ და ამის გამო დაბლოკილი იყო. ჰქონდა რთული პერიოდი, ძალიან მძიმე, როცა ოჯახში ძალიან უჭირდა, მაგრამ ამის გამო, ყოფილ ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენაზე არასდროს უფიქრია. ეკამ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

პირადად ჩემი 9 წელი მოიპარეს, არა, წამართვეს, უმოქმედო და იგნორირებული გამხადეს. დამაავადეს, სიმღერა ლამის დამავიწყეს, კონცერტებიდან დამბლოკეს, 100000 ჭორი მომიგონეს, იმიტომ, რომ საღად ვაზროვნებ და არ ვიყიდებიყველანაირი საარსებო წყარო გადამიკეტეს, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, იმიტომ, რომ ვხვდებოდი მათ სიმყრალეს, და იცოდნენ, რომ ადამიანებს ვუყვარდი, ეს გამოჩნდა, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ გამოცხადდაშემდეგი წლები, კი ვერაფერი გავაკეთე, ვერაფერი შევასმინე ახლებს.., გული მწყდება, რა დააშავა ჩემმა ლამაზმა ქვეყანამ და ხალხმა…. მაგრამ ერთია მთავარი, ჩვენ ყველაზე მაგარი პატრონი გვყვავსჩვენთან არს ღმერთი!!!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here